ცესკოს მიერ ამ ეტაპზე დათვლილი 33 უბნის მონაცემებით, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია ლიდერობს. მას 51,7 %-იანი მხარდაჭერა აქვს.
მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი როლანდ ფიფია - 35,72 %-ით, მესამე ადგილზე კი „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ლელა ქებურია, რომელსაც მხარი ამომრჩეველთა 4,77 %-მა დაუჭირა.
თამარ ჟვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედეგების დაგვიანებით გამოქვეყნებას საარჩევნო სუბიექტების დიდ რაოდენობას და მაღალ აქტივობას უკავშირებს.
"ყველა სუბიექტის შედეგს სჭირდება ძალიან ზუსტი და ფრთხილი დამუშავება, რომ მოხდეს მათი შედეგების შეყვანა". - თქვა ჟვანიამ.
ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგების გამოქვეყნების გაჭიანურებისთვის საია-მ გააკრიტიკა და მიუთითა, რომ საარჩევნო პროცესების სანდოობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კენჭისყრის ყველა ეტაპზე საზოგადოების სათანადო ინფორმირებულობას. ამის უზრუნველყოფა კი საარჩევნო ადმინისტრაციას ეკისრება.
საია...
რუსთავში ნინო ლაცაბიძე ლიდერობს, მეორე ადგილზე დავით კირკიტაძე გავიდა, თუმცა მოსალოდნელია მეორე ტური
ცესკოს მიერ ამ დროისთვის დათვლილი 36 უბნის მონაცემებით რუსთავისა და გარდაბნის ოლქში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე 49.03 %-ით ლიდერობს.
მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით კირკიტაძე, რომელმაც ხმების 30.13 მოიპოვა.
აღნიშნულ ოლქში მესამე ადგილზე გავიდა „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ირმა ნადირაშვილი, რომელმაც ხმების 4.22 % მოიპოვა.
რუსთავისა და გარდაბნის ოლქში ამ დროისთვის, მოსალოდნელია მეორე ტური.
ცესკოს მიერ ამ ეტაპზე დათვლილი 110 უბნის მონაცემებით, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გოჩა ენუქიძე პირველივე ტურში იმარჯვებს. მას 57,6 %-იანი მხარდაჭერა აქვს.
მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დილარ ხაბულიანი, რომელსაც მხარი ამომრჩეველთა 15,58 %-მა დაუჭირა.
მესამე ადგილს იკავებს „ლელოს“ კანდიდატი სოსო ლიპარტელიანი, რომელმაც ხმების 10,86 % მიიღო.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის განცხადებით, პოლიციამ არჩევნების დღეს გამოძიება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 12 სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტზე დაიწყო.
გარდა ამისა, საბანაძის თქმით, ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ 16 ფაქტზე.
“სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რომელიც გლდანში პუბლიკას ჟურნალისტთან მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, დაემატა სსკ-ს 154 -ე მუხლის 1 ნაწილი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. სსკ-ს 126-1 ნაწილით...
ცენტრალური სააარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საზოგადოების ნაწილისა და ოპოზიციის კრიტიკას საფუძველს მოკლებულს უწოდებს.
"კიდევ ერთხელ მინდა ყველა ჩართულ მხარეს მივმართო და ხაზი გავუსვა, ყველა ის შეფასება, რომელიც თითქოსდა იმგვარია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია რაღაცას არასწორად აკეთებს, არის აბსოლუტურად მცდარი და საფუძველს მოკლებული.
მე ამას იმიტომ ვაცხადებ, რომ ცესკომ რამდენიმე წელია, შეიძლება ითქვას, რომ ათეული წელია დაამტკიცა, რომ მის მიერ დათვლილი შედეგები არის...
ცესკოს მიერ დათვლილი 39 უბნის მონაცემების მიხედვით, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური იქნება.
ამ დროის მონაცემებით, პირველ ადგილზეა „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი, თუმცა მას 46,44 %-იანი მხარდაჭერა აქვს, რაც პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის.
მეორე ადგილზე მოდის „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ბოტკოველი, რომელმაც 40,69 % მიიღო.
ხმების 3,5 %-ით მესამე ადგილზეა „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ ამ არჩევნებზე იმაზე ორჯერ მეტი საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს, ვიდრე შარშან და ამ მონაცემებს სჭირდება "ფრთხილი" დამუშავება. ამ ფორმით განმარტა მან უბნებზე ოქმების გამოქვეყნების დაგვიანების მიზეზი.
"მე არაერთხელ აღვნიშნე, ბიულეტენების და მაღალი მონაწილეობის თვალსაზრისით, საკმარისი დრო სჭირდება ამ პროცესს, რომ დამუშავდეს ასპექტები. კიდევ ერთი ხაზი მინდა გავუსვა, ამ არჩევნებზე, ისე, როგორც არასდროს, პირველად...
დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გოგი მეშველიანი იმარჯვებს. მას ამ დროისთვის 55,34 %-იანი მხარდაჭერა აქვს.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატ კახა ოქრიაშვილს, მას ამომრჩეველთა 39,77 %-მა დაუჭირა მხარი.
აღნიშნული მაჩვენებელი მოიცავს 131 უბნის მონაცემებს.
ცესკო-ს მიერ დათვლილი 90 უბნის მონაცემებით, ახალქალაქისა და ნინოწმინდის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი სამველ მანუკიანი იმარჯვებს.
მას ამ დროისთვის 63,29 %-იანი მხარდაჭერა აქვს.
მეორე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი ენზელ მკოიანი, რომელმაც ხმების 17,9 % მიიღო, მესამე ადგილს კი „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი არსენ კარაპეტიანი იკავებს 9,76 %-ით.
დათვლილია უბნების 66,44%, ანუ 3 847 უბნიდან 2 556. ამ ეტაპზე გლდანში შედეგები ასე ნაწილდება:
ნიკა მელია — 43,80%;
ლევან კობიაშვილი — 43,10%.
ცესკოს პირველადმა შედეგებმა ოპოზიციის კრიტიკა და გაღიზიანება გამოიწვია. პოლიტიკური პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგები რეალობას არ ასახავს. გვიან ღამით ისინი ცესკოს ოფისთან შეიკრიბნენ და გააპროტესტეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
დღეს, 16:00 საათზე ოპოზიცია საპროტესტო აქციას გეგმავს, სადაც გაჟღერდება მათი გეგმებისა და მოთხოვნების...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ამ ეტაპზე ქუთაისში დათვლილი 21 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაზა ლომინაძემ ხმების 39,93% მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა“ გრიგოლ ვაშაძემ ამომრჩეველთა ხმების 36,59%-ის მხარდაჭერა მოიპოვა.
მესამე ადგილზე გავიდა „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ოთარ კახიძე 5.85.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქუთაისში მეორე ტურია მოსალოდნელი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი 13 უბნის მონაცემების მიხედვით, ფოთში, ხობსა და სენაკში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს.
კერძოდ, ამ დროის მონაცემებით, მმართველი გუნდის კანდიდატს, ირაკლი ხახუბიას 52,73 %-იანი მხარდაჭერა აქვს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მურთაზ ზოდელავა, რომელსაც 26,39 % უჭერს მხარს. რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიგა ბოკერიას, მას ამ დროისთვის 7,17 %-იანი მხარდაჭერა აქვს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მორიგ ბრიფინგზე კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა.
ირაკლი ჭყოიძემ, რომელიც ნინო ბურჯანაძის პარტიის შტაბის წარმომადგენელია, თამარ ჟვანიას მიმართა: „ეს არის გაყალბებული მონაცემები, ნუ ცდილობთ მათ გავრცელებას“.
ირაკლი ჭყოიძე ბრიფინგის ოთახიდან დაცვამ გაიყვანა.
რამდენიმე წამით ბრიფინგი შეჩერდა, თუმცა ჟვანიამ მალევე გააგრძელა.
"გასაგებია, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ წარმომადგენელს შეიძლება არ მოსწონდეს შედეგი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვაცხადებთ შედეგებს იმ...
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აბსურდს უწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებას იმის შესახებ, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია.
კობახიძის თქმით, ცესკო-ს ოქმებში მანიპულირების საშუალება არავის არ აქვს.
„ყველამ იცის, როგორ ითვლება შედეგები და როგორ ხდება ოქმების შედგენა, რომელსაც ესწრება 12 კომისიის წევრი საიდანაც 3 არის ოპოზიციის მიერ დანიშნული და ამ პროცესს ესწრებიან დამკვირვებლები და წარმომადგენლები.
იქ დგება ოქმი და ეს ოქმი მოდის მერე ცესკო-ში, არავის არაფრის...
ცენტრალური საარჩევნო კომისია თავმჯდომარე თამარ ჟვანია საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართავს და ცესკოში მისვლისკენ მოუწოდებს.
თამარ ჟვანიამ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც არჩევნების წინასწარი შედეგები "ნაციონალურ მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ცესკოში წარმოდგენილმა წევრებმა გააპროტესტეს.
"მოვუწოდებ საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, მობრძანდნენ აქ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ წინასწარი შედეგები არ ნიშნავს საბოლოო შედეგებს. ყველა ცივილურ ქვეყანაში ასე ცხადდება წინასწარი შედეგები ონლაინ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































