დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გოგი მეშველიანი იმარჯვებს. მას ამ დროისთვის 55,34 %-იანი მხარდაჭერა აქვს.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატ კახა ოქრიაშვილს, მას ამომრჩეველთა 39,77 %-მა დაუჭირა მხარი.
აღნიშნული მაჩვენებელი მოიცავს 131 უბნის მონაცემებს.