110 უბნის მონაცემებით, ამბროლაურში, ონში, ცაგერში, ლენტეხსა და მესტიაში „ოცნების“ კანდიდატი გოჩა ენუქიძე პირველივე ტურში იმარჯვებს

404

ცესკოს მიერ ამ ეტაპზე დათვლილი 110 უბნის მონაცემებით, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გოჩა ენუქიძე პირველივე ტურში იმარჯვებს. მას 57,6 %-იანი მხარდაჭერა აქვს.

მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დილარ ხაბულიანი, რომელსაც მხარი ამომრჩეველთა 15,58 %-მა დაუჭირა.

მესამე ადგილს იკავებს „ლელოს“ კანდიდატი სოსო ლიპარტელიანი, რომელმაც ხმების 10,86 % მიიღო.