ფოთში, ხობსა და სენაკში „ოცნებიდან“ 52,73 %-ით ირაკლი ხახუბია ლიდერობს, მურთაზ ზოდელავა მეორეზე, გიგა ბოკერია კი მესამე ადგილზეა

473

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი 13 უბნის მონაცემების მიხედვით, ფოთში, ხობსა და სენაკში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს.

კერძოდ, ამ დროის მონაცემებით, მმართველი გუნდის კანდიდატს, ირაკლი ხახუბიას 52,73 %-იანი მხარდაჭერა აქვს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მურთაზ ზოდელავა, რომელსაც 26,39 % უჭერს მხარს. რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიგა ბოკერიას, მას ამ დროისთვის 7,17 %-იანი მხარდაჭერა აქვს.