ცენტრალური სააარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საზოგადოების ნაწილისა და ოპოზიციის კრიტიკას საფუძველს მოკლებულს უწოდებს.
“კიდევ ერთხელ მინდა ყველა ჩართულ მხარეს მივმართო და ხაზი გავუსვა, ყველა ის შეფასება, რომელიც თითქოსდა იმგვარია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია რაღაცას არასწორად აკეთებს, არის აბსოლუტურად მცდარი და საფუძველს მოკლებული.
მე ამას იმიტომ ვაცხადებ, რომ ცესკომ რამდენიმე წელია, შეიძლება ითქვას, რომ ათეული წელია დაამტკიცა, რომ მის მიერ დათვლილი შედეგები არის ზუსტი და ეს მტკიცდება, როგორც საერთაშორისო დასკვნებითა და შეფასებებით, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების დათვლის შედეგებით”, — განაცხადა მან ბრიფინგზე.
ცესკოს პირველადმა შედეგებმა ოპოზიციის კრიტიკა და გაღიზიანება გამოიწვია. პოლიტიკური პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგები რეალობას არ ასახავს. გვიან ღამით ისინი ცესკოს ოფისთან შეიკრიბნენ და გააპროტესტეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
ხვალ, 16:00 საათზე ოპოზიცია საპროტესტო აქციას გეგმავს, სადაც გაჟღერდება მათი გეგმებისა და მოთხოვნების შესახებ.