დათვლილია უბნების 66,44%: გლდანში ნიკა მელიას – 43,80%, ლევან კობიაშვილს – 43,10%

787

დათვლილია უბნების 66,44%, ანუ 3 847 უბნიდან 2 556. ამ ეტაპზე გლდანში შედეგები ასე ნაწილდება:

  • ნიკა მელია — 43,80%;
  • ლევან კობიაშვილი — 43,10%.

ცესკოს პირველადმა შედეგებმა ოპოზიციის კრიტიკა და გაღიზიანება გამოიწვია. პოლიტიკური პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგები რეალობას არ ასახავს. გვიან ღამით ისინი ცესკოს ოფისთან შეიკრიბნენ და გააპროტესტეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

დღეს, 16:00 საათზე ოპოზიცია საპროტესტო აქციას გეგმავს, სადაც გაჟღერდება მათი გეგმებისა და მოთხოვნების შესახებ.