ცესკოს მიერ დათვლილი 39 უბნის მონაცემების მიხედვით, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური იქნება.
ამ დროის მონაცემებით, პირველ ადგილზეა „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი, თუმცა მას 46,44 %-იანი მხარდაჭერა აქვს, რაც პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის.
მეორე ადგილზე მოდის „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ბოტკოველი, რომელმაც 40,69 % მიიღო.
ხმების 3,5 %-ით მესამე ადგილზეა „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი.