ცესკოს მიერ ამ ეტაპზე დათვლილი 33 უბნის მონაცემებით, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია ლიდერობს. მას 51,7 %-იანი მხარდაჭერა აქვს.
მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი როლანდ ფიფია – 35,72 %-ით, მესამე ადგილზე კი „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ლელა ქებურია, რომელსაც მხარი ამომრჩეველთა 4,77 %-მა დაუჭირა.