ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დიდუბის ოლქში უბნების 100% დაითვალა. შედეგით კი აღმოჩნდა, რომ მეორე ადგილზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გავიდა. მან ანა დოლიძეს 91 ხმით აჯობა.
ამ დროისთვის ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 21.09% აქვს, ხოლო ანა დოლიძეს - 20.96%.
რაც შეეხება პირველ ადგილზე გასულ გიორგი ვოლსკის, მას 42.69% აქვს.
ცესკოს შედეგების თანახმად, მეორე ტური ვოლსკისა და ჯაფარიძეს შორის უნდა გაიმართოს.
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ ფეისბუქზე თავად დაწერა.
"საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, სადაც ყველა ფუნდამენტური უფლება იყო დაცული - ეს არის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასება.
მადლობა თითოეულ მათგანს, საქართველოს დემოკრატიის ერთგულებისთვის, იმისთვის, რომ გლობალური პანდემიის ფონზეც კი, ჩამოვიდნენ საქართველოში და მხარი დაუჭირეს ჩვენს ქვეყანას წინსვლის პროცესში.
როგორც ყოველთვის ვაცხადებდით, ამ ურთულეს პირობებშიც კი, საქართველომ შეძლო თავისუფალი,...
„ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება, შევლენ თუ არა ახალი მოწვევის პარლამენტში, ხვალ გახდება ცნობილი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიაში განუცხადეს, ლიდერები გადაწყვეტილებას 2 ნოემბერს, 14:00 საათზე, საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადებენ.
„ბრიფინგზე „ევროპული საქართველო“ გამოაცხადებს პარტიის გადაწყვეტილებასა და სამოქმედო გეგმას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით“, - აცხადებენ პარტიაში.
შეგახსენებთ, რომ ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, „ევროპულ საქართველოს“ ხმა ამომრჩეველთა 3,78 %-მა მისცა. პარტია, დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრთან ერთად...
საქართველოში აშშ-ის საელჩო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა.
თუმცა, მათ მიაჩნიათ, რომ ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა.
აშშ ყველა პარტიას მოუწოდებს, გაითვალისწინოს აღნიშნული ხარვეზები მეორე ტურისა და შემდგომი...
წინა სტატია
სოლოლაკთან მობილიზებულმა ოპოზიციის ლიდერებმა და აქციის მონაწილეებმა ივანიშვილის ბიზნეს რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. ისინი მსვლელობით კვლავ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან, სადაც საპროტესტო აქციის გაგრძელებას აპირებენ.
სოლოლაკში ბიზნეს რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიცია კვლავ მობილიზებულია.
მხარდამჭერები და ოპოზიციური პარტიები ცესკოს მიერ დათვლილ ხმებს აპროტესტებენ. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ სადეპუტატო მანდატებზე უარს იტყვიან, რათა რიგგარეშე არჩევნები...
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მისული ამომრჩევლის ხმების 99,9% დათვალა. 3 847 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3 843 უბნის ყველა ოქმი.
არჩევნებზე მოქალაქეების 56,11%-იანი აქტივობა დაფიქსირდა. ამ დროის მონაცემებით, პარლამენტში შედის 9 პარტია. ესენი არიან:
ქართული ოცნება — 48,15%;
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — ძალა ერთობაშია — 27,13%;
ევროპული საქართველო — 3,78%;
ლელო — 3,16%;
პატრიოტთა ალიანსი — 3,15%;
სტრატეგია აღმაშენებელი — 3,15%;
გირჩი — 2,89%;
...
ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა აცხადებს, რომ 2 ნოემბრიდან აქციები ყოველდღიურად 19:00 საათზე გაიმართება, სანამ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდება.
უგულავას თქმით, აქციები იქნება თბილისშიც და რეგიონებშიც.
"არჩევნებს ელოდებოდა ყველა, რომ იქნებ არჩევნებით შევცვალოთ. ახლა ვნახეთ, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს. ასე ვერ გაგრელდება. ნუ გონია, რომ ეს პოლიცია დაიცავს. ვერც ერთი ხელისუფლება ვერ დაუცვია პოლიციას. ხვალ შვიდ საათზე და ყოველ...
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ცესკოს შედეგების მიხედვით, ქართულ ოცნებას უკვე აქვს 76 მანდატი, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, ცნონ პარლამენტის უფლებამოსილება.
მისი თქმით, სამწუხარო იქნება, თუ ოპოზიციის დეპუტატები, რომლებსაც მანდატები ერგებათ, ამაზე უარს იტყვიან.
"პარლამენტი უფლებამოსილია, შეკრებისთანავე, თუ მას ესწრება მისი სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატი, რომელიც, I ტურის შედეგების გათვალისწინებთ, ქართულ ოცნებას აქვს და ეს შედეგი ბუნებრივია გაუმჯობესდება...
ნიკა მელიამ საპროტესტო აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა. ენმ-ის გლდანის მაჟორიტარობის დეპუტატი ამბობს, რომ არ აპირებს მის ტარებას, ვინაიდან ეს უსამართლობის სიმბოლოა.
"აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას. გამორიცხული ამბავია, რადგან ეს არის უსამართლობის სიმბოლო. ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბავ. ზუსტად ვიცი, ვიჯდები მე ციხეში თუ ვიქნები თქვენს გვერდით იმ ბრძოლაში უახლოეს ბრძოლაში, ერი გაიმარჯვებს. ნახვამდის სამაჯურო. ვინც დაიჭერს, ჩემი ბედი არ გეწიოთ",...
მომავალ კვირას, 8 ნოემბერს გაიმართება დიდი საერთო ოპოზიციური აქცია. ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის ლიდერებმა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გამართული კონსულტაციების შემდეგ მიიღეს. აქცია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დააანონსა.
"მომავალ კვირას 3 საათზე მთელი საქართველო უნდა შეიკრიბოს აქ. მანამდე ყველამ, ყოველდღიურად, პატარ-პატარა შეკრებები, საშუალო ზომის შეკრებები, მაქსიმალური მობილიზება გვინდა. უნდა ვაჩვენოთ ჩვენი საერთო ეროვნული ენერგია", -...
შემდეგი სტატია
პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
მხარდამჭერები და ოპოზიციური პარტიები ცესკოს მიერ დათვლილ ხმებს აპროტესტებენ. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ სადეპუტატო მანდატებზე უარს იტყვიან, რათა რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს.
აქციის მონაწილეები რიგგარეშე არჩევნებთან ერთად ცესკოს თავმჯდომარის გადაყენებას მოითხოვენ. მათივე თქმით, კონკრეტულ მოთხოვნებს ისინი რამდენიმე დღეეში გააჟღერებენ.
დემონსტრანტებმა პოლიციის კორდონის...
წინა სტატია
მიუხედავად პანდემიისა, არჩევნების ტექნიკური ასპექტები გამართული იყო, თუმცა მმართველი პარტიის დომინაციამ საარჩევნო კომისიებში, მათი მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის აღქმას ჩრდილი მიაყენა, განსაკუთრებით ქვედა რგოლებში - აღნიშნულია ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წინასწარ დასკვნაში.
„კამპანიის დაფინანსების ზოგადმა ჩარჩომ, მაღალი დანახარჯების ლიმიტის ჩათვლით, ახალი და პატარა პარტიები არაუპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა. მრავალფეროვანი და პლურალისტური მედია ძლიერ პოლარიზებული იყო, შეინიშნებოდა...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი უბნების 90%-ის თანახმად, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში მონაცემები შეიცვალა და შესაძლოა, მეორე ტური გაიმართოს “ქართული ოცნების” კანდიდატ შალვა კერესელიძესა და “ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატ ცეზარ ჩოჩელს შორის.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით ამ დროისათვის შედეგები ასეთია:
შალვა კერესელიძე - "ქართული ოცნება" - 49.84%
ცეზარ ჩოჩელი - "ენმ-გაერთიანებული ოპოზიცია" - 33.89%
თამაზ მეჭიაური - "თამაზ მეჭიაური ერთიანი...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უბნების 100% დაითვალა. შედეგების თანახმად, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის საარჩევნო ოლქში მეორე ტური გაიმართება “ქართული ოცნების” კანდიდატ ბეჟან წაქაძესა და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ კახა გეწაძეს შორის.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით ამ დროისათვის შედეგები ასეთია:
ბეჟან წაქაძე “ქართული ოცნება” – 49,49 %;
კახა გეწაძე, “ნაციონალური მოძრაობა” – 26,98%;
გიგი წერეთელი, “ევროპული საქართველო” – 12,42%.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი უბნების 97%-ის თანახმად, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება, "ქართული ოცნების" კანდიდატს და მოქმედ დეპუტატ, ანზორ ბოლქვაძესა და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ მიშა ბოლქვაძეს შორის.
ამ ოლქში ანზორ ბოლქვაძის ძირითადი კონკურენტები იყვნენ მიშა ბოლქვაძე – ხელვაჩაურის საკრებულოს მოქმედი წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და ტარიელ ნაკაიძე – „ევროპული საქართველოდან“.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით ამ დროისათვის...
წინა სტატია
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმღვანელი ტინი კოქსი ამბობს, რომ პარტიების საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესმა არჩევნების სამართლიანობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.
მისი თქმით, ახალმა პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ საარჩევნო კამპანიების დაფინანსებასთან დაკავშირებით კანონმდებლობა გაუმჯობესდეს.
“ეს საპარლამენტო არჩევნები ზოგადად თავისუფალი იყო, მაგრამ ჩვენ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, გამოვხატავთ სინანულს, რომ თქვენს ქვეყანაში ბოლომდე მაინც არ არის წარმოდგენელი ნათელი წესები კამპანიის დაფინანსების, თანხის სიდიდისა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































