ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დიდუბის ოლქში უბნების 100% დაითვალა. შედეგით კი აღმოჩნდა, რომ მეორე ადგილზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გავიდა. მან ანა დოლიძეს 91 ხმით აჯობა.
ამ დროისთვის ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 21.09% აქვს, ხოლო ანა დოლიძეს – 20.96%.
რაც შეეხება პირველ ადგილზე გასულ გიორგი ვოლსკის, მას 42.69% აქვს.
ცესკოს შედეგების თანახმად, მეორე ტური ვოლსკისა და ჯაფარიძეს შორის უნდა გაიმართოს.