ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი უბნების 97%-ის თანახმად, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება, “ქართული ოცნების” კანდიდატს და მოქმედ დეპუტატ, ანზორ ბოლქვაძესა და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ მიშა ბოლქვაძეს შორის.
ამ ოლქში ანზორ ბოლქვაძის ძირითადი კონკურენტები იყვნენ მიშა ბოლქვაძე – ხელვაჩაურის საკრებულოს მოქმედი წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და ტარიელ ნაკაიძე – „ევროპული საქართველოდან“.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით ამ დროისათვის შედეგები ასეთია:
ანზორ ბოლქვაძე, “ქართული ოცნება” – 47,97%;
მიშა ბოლქვაძე, “ნაციონალური მოძრაობა” – 32,07%;
ტარიელ ნაკაიძე, “ევროპული საქართველო” – 7,6%;