ოცნება 48,15%; ენმ 27,13% — ცესკომ ხმების 99,9% დათვალა

466

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მისული ამომრჩევლის ხმების 99,9% დათვალა. 3 847 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3 843 უბნის ყველა ოქმი.

არჩევნებზე მოქალაქეების 56,11%-იანი აქტივობა დაფიქსირდა. ამ დროის მონაცემებით, პარლამენტში შედის 9 პარტია. ესენი არიან:

  1. ქართული ოცნება — 48,15%;
  2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — ძალა ერთობაშია — 27,13%;
  3. ევროპული საქართველო — 3,78%;
  4. ლელო — 3,16%;
  5. პატრიოტთა ალიანსი — 3,15%;
  6. სტრატეგია აღმაშენებელი — 3,15%;
  7. გირჩი — 2,89%;
  8. ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები — 1,33%;
  9. ლეიბორისტული პარტია — 1%.