ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი უბნების 90%-ის თანახმად, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში მონაცემები შეიცვალა და შესაძლოა, მეორე ტური გაიმართოს “ქართული ოცნების” კანდიდატ შალვა კერესელიძესა და “ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატ ცეზარ ჩოჩელს შორის.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით ამ დროისათვის შედეგები ასეთია:
შალვა კერესელიძე – “ქართული ოცნება” – 49.84%
ცეზარ ჩოჩელი – “ენმ-გაერთიანებული ოპოზიცია” – 33.89%
თამაზ მეჭიაური – “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის” – 4.94%