ეუთო: საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინაციამ მათი მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის აღქმას ჩრდილი მიაყენა

417

წინა სტატია

მიუხედავად პანდემიისა, არჩევნების ტექნიკური ასპექტები გამართული იყო, თუმცა მმართველი პარტიის დომინაციამ საარჩევნო კომისიებში, მათი მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის აღქმას ჩრდილი მიაყენა, განსაკუთრებით ქვედა რგოლებში – აღნიშნულია ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წინასწარ დასკვნაში.

„კამპანიის დაფინანსების ზოგადმა ჩარჩომ, მაღალი დანახარჯების ლიმიტის ჩათვლით, ახალი და პატარა პარტიები არაუპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა. მრავალფეროვანი და პლურალისტური მედია ძლიერ პოლარიზებული იყო, შეინიშნებოდა ძალიან ცოტა ანალიტიკური გაშუქება და პოლიტიკაზე დაფუძნებული საგნობრივი დისკუსიები – რამაც შეამცირა იმის შესაძლებობა, რომ ამომრჩევლებს ინფორმირებული არჩევანი გაეკეთებინათ“, – აღნიშნულია დასკვნაში.

სადამკვირვებლო მისიაში აცხადებენ, რომ ფუნდამენტური უფლებების ძირითადწილად დაცულობის მიუხედავად, შეინიშნებოდა პარტიული მხარდამჭერებისა და საჯარო მოხელეების დაშინების არაერთი შესაძლო ფაქტი.

„ბევრი ოპოზიური პარტია ამტკიცებდა, რომ მათი მხარდამჭერები და თანამშრომლები პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ იყვნენ. ამას გარდა, იყო ცნობები ცალკეული ძალადობის შემთხვევაზეც“, – ნათქვამია წინასწარ დასკვნაში.