„ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება, შევლენ თუ არა ახალი მოწვევის პარლამენტში, ხვალ გახდება ცნობილი

577

„ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება, შევლენ თუ არა ახალი მოწვევის პარლამენტში, ხვალ გახდება ცნობილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიაში განუცხადეს, ლიდერები გადაწყვეტილებას 2 ნოემბერს, 14:00 საათზე, საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადებენ.

„ბრიფინგზე „ევროპული საქართველო“ გამოაცხადებს პარტიის გადაწყვეტილებასა და სამოქმედო გეგმას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით“, – აცხადებენ პარტიაში.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, „ევროპულ საქართველოს“ ხმა ამომრჩეველთა 3,78 %-მა მისცა. პარტია, დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრთან ერთად შედეგების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.