პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
მხარდამჭერები და ოპოზიციური პარტიები ცესკოს მიერ დათვლილ ხმებს აპროტესტებენ. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ სადეპუტატო მანდატებზე უარს იტყვიან, რათა რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს.
აქციის მონაწილეები რიგგარეშე არჩევნებთან ერთად ცესკოს თავმჯდომარის გადაყენებას მოითხოვენ. მათივე თქმით, კონკრეტულ მოთხოვნებს ისინი რამდენიმე დღეეში გააჟღერებენ.
დემონსტრანტებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, თუმცა, საბოლოოდ სამართალდამცველებმა მათ ბიზნესცენტრთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.
ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ 16:00 საათიდან შეიკრიბნენ, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს.