საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ყველა ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
ცესკოს ყველა უბნის წინასწარი მონაცემებით, შედეგები ასეთია:
თბილისში, კრწანისის N7 მაჟორიტარულ ოლქში, "ქართული ოცნების" კანდიდატმა ლევან ჯაფარიძემ ხმათა 51.64% მოიპოვა;
თელავში, N17.07 მაჟორიტარულ ოლქშიც "ქართული ოცნების" კანდიდატმა, გიორგი მეტრეველმა გაიმარჯვა, მან 48.17% დააგროვა;
თეთრიწყაროს N26.02 მაჟორიტარულ ოლქში 56.49%-იანი გამარჯვება ასევე "ქართული ოცნების" კანდიდატმა ლევან წიკლაურმა მოიპოვა.
ონის N43.16 მაჟორიტარულ ოლქში კი რევაზ საბანაძემ "ქართული ოცნებიდან"...
პირველ ტურს არ ვაღიარებთ, ამიტომ მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას აზრი არა აქვს. თვითონ არ ვაპირებ, თუმცა გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მალხაზ ჯალაღონიამ განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციას გამარჯვება მოპარა და მეორე ტურში მონაწილეობის მიღება პირველი ტურის შედეგების აღიარებას ნიშნავს.
„ივანიშვილმა ეს არჩევნები გააყალბა ყველა დონეზე. გაყალბება მან დაიწყო დიდი ხნით ადრე, 31 ოქტომბრამდე. მათ...
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, გადაცემაში "კომენტარი" 31 ოქტომბერს საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საარჩევნო ოქმებში დისბალანსია.
ვაშაძის თქმით, არჩევნებში მასიური ხასიათი ჰქონდა ე.წ კარუსელებს და დარღვევებს. როგორც მან გადაცემაში აღნიშნა, პარტიამ საჩივრები შეიმუშავა და ისინი საჩივრებს დიპლომატიურ კორპუსსაც მიაწვდიან.
"ყველა ოქმში არის დისბალანსი, განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ ნაკლები არის ბიულეტენების რაოდენობა. მაგალითად, ისნის რაიონის 80% შემთხვევაში უფრო ცოტა ბიულეტენი არის...
არ ვამბობ, რომ პარლამენტში შეუსვლელობა არის კოშმარი ან პარლამენტში შესვლა არის კოშმარი, ან რომ საერთოდ რომელიმე არის გადარჩენა. საქართველო არ გაბრწყინდება არც შესვლით და არც შეუსვლელობით, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ბრძოლის რამდენიმე გზა არსებობს, თუმცა ეს გზები ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა მოდიოდეს.
„მე პოლიტიკურ პლურალიზმს ვგულშემატკივრობ, ამიტომ ვამბობ, რომ თუ...
„ევროპული საქართველო“ მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს.
"მიუხედავად ძალიან მძიმე წინასაარჩევნო პერიოდისა, მიუხედავად ძალიან მძიმე დარღვევებით ჩატარებული საარჩევნო დღისა, საარჩევნო საღამოს ჩვენ მაინც ვიყავით ძალიან ფრთხილი და თავშეკავებული არჩევნების საბოლოო შეფასებაში და ვამბობდით, რომ ხმების დათვლას დაველოდებოდით. სამწუხაროდ, იმან, რაც შემდეგ საარჩევნო კომისიებში მოხდა, არ დატოვა კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, როგორი არჩევნები...
შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილ უზუსტობეზე საუბრობს მესამე სექტორი, რომელიც ამომრჩეველთა ხმებს საარჩევნო პროცესის პარალელურად ითვლიდა. ამ თემაზე სიუჟეტს მთავრი არხი ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, შემაჯამებელ ოქმებში იმაზე მეტი ბიულეტინი ჩათვალეს, ვიდრე რეალურად საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი იყო. სწორედ ამიტომ, მესამე სექტორი მოუწოდებს ცესკოს ხელახლა გადაითვალოს უბნები, სადაც ტექნიკურად გაუმართავი შემაჯამებელი ოქმები დაფიქსირდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია დისბალანსის თემაა. იმისთვის, რომ საზოგადოების ნდობა არსებობდეს...
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანზორ ბიწაძის განცხადებით, პარტია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ აღიარებს და კოლეგა ოპოზიციონერ პარტიებთან ერთად დაწყებულია სამართლებრივი ბრძოლა იმის დასამტკიცებლად, რომ ოქმები გაყალბებული იყო. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
„არის ოქმი, რომელშიც 378 ხმა აქვს „ქართულ ოცნებას“ მაშინ, როდესაც 220 ადამიანია ამ უბანზე მისული ხმის მისაცემად. ასეთი ოქმები არის ასობით და ეს ოქმები ჩვენ გვაქვს,...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თერჯოლა მეორე ტურს მცირედით გადაურჩა - მერი პირველივე ტურში ლაშა გოგიაშვილი გახდა. ის მერის რიგგარეშე არჩევნებში “ქართული ოცნებიდან” მონაწილეობდა და ხმების 50.42% მიიღო.
მეორე ადგილზე “ევროპული საქართველოს" კანდიდატი როლანდ მესხი გავიდა – მან ხმათა 23.9% დააგროვა.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ცესკოს მონაცემებით, ხმები ასე გადანაწილდა: ვალერი ბოჭორიშვილმა "ენმ-გაერთიანებული ოპოზიციიდან" 21.5% მიიღო, ხოლო ნიკა მემანიშვილმა "ლელოდან" - 4.19%.
თერჯოლის...
პარლამენტის მოქმედ წევრსა და მაჟორიტარობის კანდიდატს, კახა ოქრიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია მის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გავრცელდა.
"კახა ოქრიაშვილს დაუდასტურდა Covid-19, ის სახლის პირობებში მკურნალობს, თავს კარგად გრძნობს და გეგმავს ბრძოლის გაგრძელებას", - ვკითხულობთ განცხადებაში.
კახა ოქრიაშვილი აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა საქართველოში კორონავირუსი მოქმედ პოლიტიკოსს უდასტურდება. ვირუსი "ჩვენი სამშობლო - სოლიდარობის ალიანსის" რამდენიმე წევრს დაუდასტურდა, ისინი უკვე გამოჯანმრთელდნენ....
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხარაგაულის მერად პირველივე ტურში კობა ლურსმანაშვილი აირჩიეს. ის მერის რიგგარეშე არჩევნებში “ქართული ოცნების” მიერ იყო წარდგენილი და ხმების 55.75% მიიღო.
მეორე ადგილზე “ენმ-გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატი თორნიკე ავალიშვილი გავიდა – მან ხმათა 28.49% დააგროვა.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ცესკოს მონაცემებით, ხმები ასე გადანაწილდა: მიხეილ ჭიპაშვილი "ლელოდან" - 6.09%, ბესიკ ყრუაშვილი "ევროპული საქართველოდან" - 4.95% და თეიმურაზ ფცქიალაძე "პატრიოტთა...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ონის მერად პირველივე ტურში დავით ჩიკვაიძე აირჩიეს. ის მერის რიგგარეშე არჩევნებში “ქართული ოცნების” მიერ იყო წარდგენილი და ხმების 56.66% მიიღო.
მეორე ადგილზე "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი თამაზ მეტრეველი გავიდა - მან ხმათა 20.23% დააგროვა.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ცესკოს მონაცემებით, ხმები ასე გადანაწილდა: ნოდარ ბურდილაძე "ენმ-გაერთიანებული ოპოზიციიდან" - 16.66%, ხოლო ჯონი გობეჯიშვილი "ევროპული საქართველოდან" - 6.45%.
ონის მერად არჩეული...
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, გადავედი თვითიზოლაციაში“, - წერს მეზვრიშვილი.
შეგახსენებთ, რომ კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში ასევე გადავიდნენ პრემიერმინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, კასპის ახალი მერი ვახტანგ მაისურაძე იქნება. ის მერის რიგგარეშე არჩევნებში "ქართული ოცნებიდან" მონაწილეობდა და ხმების 55.47% მიიღო.
მაისურაძის მთავარმა კონკურენტმა, ნუგზარ ნონიაშვილმა "ენმ-გაერთიანებული ოპოზიციიდან", ხმათა 32.23% დააგროვა.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ცესკოს მონაცემებით, ხმები ასე გადანაწილდა: ილია კიტრიაშვილმა "პატრიოტთა ალიანსიდან" - 5.82%, გიორგი ხელაშვილმა "ევროპული საქართველოდან" - 3.48%, ხოლო ოთარ ქოსაშვილმა "ლეიბორისტული პარტიიდან" - 3% მიიღეს.
პირველივე ტურში...
„ნაციონალური მოძრაობა“ სხვა პარტიებზე ახორციელებს პოლიტიკურ შანტაჟს, რომ არ შევიდნენ პარლამენტში, მაშინ როდესაც, მოქალაქეებმა ეს პარტიები იმისთვის აირჩიეს, რომ პარლამენტში შევიდნენ და იმუშაონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის” ოპოზიციური მონოპოლია დასრულებულია - პარტიები, რომლებიც დამოუკიდებლად, მათ გარეშე შევიდნენ პარლამენტში, არ უნდა დაექვემდებარონ „ნაც.მოძრაობის” პოლიტიკურ შანტაჟს.
„ჩვენ გავატარეთ დემოკრატიული რეფორმები, რომ სხვა პარტიებიც შესულიყვნენ პარლამენტში...
ქუთაისის მერის რიგგარეშე არჩევნებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, რის გამოც მეორე ტური გაიმართება.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უბნების 100% დაითვალა, რის შემდეგაც კანდიდატთა შედეგები ასეთია:
იოსებ ხახალეიშვილმა "ქართული ოცნებიდან" 45.7% მიიღო; გრიგოლ შუშანიამ "ენმ-გაერთიანებული ოპოზიციიდან" - 30.62%. შესაბამისად, მეორე ტური სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის ჩატარდება.
რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ცესკოს მონაცემებით, ანდრო ლოსაბერიძემ "სტრატეგია აღმაშენებლიდან" 8% დააგროვა; ამირან ძოწენიძემ "ევროპული საქართველოდან" - 6.63%;...
ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდებ, ახლა აღარ არის პარტიების გარჩევების დრო, ახლა არის ადამიანების მიმართ ნდობის დაბრუნების დრო, - ამის შესახებ “ლელო” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამებისას განაცხადა. ხაზარაძემ ისიც აღნიშნა, რომ მან “ლელო” არა პარლამენტში მოსახვედრად, არამედ ქვეყანაში ახალი ცხოვრების დასაწყებად შექმნა.
“ ჩვენ “ლელო” არ შეგვიქმნია იმისათვის, რომ პარლამენტში მოვხვედრილიყავით, პარტია შევქმენით იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში ახალი ცხოვრება დაიწყოს,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































