კასპის ახალი მერი ვახტანგ მაისურაძე იქნება

1392

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, კასპის ახალი მერი ვახტანგ მაისურაძე იქნება. ის მერის რიგგარეშე არჩევნებში “ქართული ოცნებიდან” მონაწილეობდა და ხმების 55.47% მიიღო.

მაისურაძის მთავარმა კონკურენტმა, ნუგზარ ნონიაშვილმა “ენმ-გაერთიანებული ოპოზიციიდან”, ხმათა 32.23% დააგროვა.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ცესკოს მონაცემებით, ხმები ასე გადანაწილდა: ილია კიტრიაშვილმა “პატრიოტთა ალიანსიდან” – 5.82%, გიორგი ხელაშვილმა “ევროპული საქართველოდან” – 3.48%, ხოლო ოთარ ქოსაშვილმა “ლეიბორისტული პარტიიდან” – 3% მიიღეს.

პირველივე ტურში გამარჯვებულ ვახტანგ მაისურაძეს კასპის მერობა ერთი წლის განმავლობაში, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, მოუწევს.