კახა ოქრიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

431

პარლამენტის მოქმედ წევრსა და მაჟორიტარობის კანდიდატს, კახა ოქრიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია მის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გავრცელდა.

“კახა ოქრიაშვილს დაუდასტურდა Covid-19, ის სახლის პირობებში მკურნალობს, თავს კარგად გრძნობს და გეგმავს ბრძოლის გაგრძელებას”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

კახა ოქრიაშვილი აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა საქართველოში კორონავირუსი მოქმედ პოლიტიკოსს უდასტურდება. ვირუსი “ჩვენი სამშობლო – სოლიდარობის ალიანსის” რამდენიმე წევრს დაუდასტურდა, ისინი უკვე გამოჯანმრთელდნენ. კორონავირუსი დაუდასტურდა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს.

კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში ასევე გადავიდნენ პრემიერმინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი.