მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, გადავედი თვითიზოლაციაში“, – წერს მეზვრიშვილი.
შეგახსენებთ, რომ კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში ასევე გადავიდნენ პრემიერმინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.