საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ყველა ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს

628

საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ყველა ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

ცესკოს ყველა უბნის წინასწარი მონაცემებით, შედეგები ასეთია:

თბილისში, კრწანისის N7 მაჟორიტარულ ოლქში, “ქართული ოცნების” კანდიდატმა ლევან ჯაფარიძემ ხმათა 51.64% მოიპოვა;

თელავში, N17.07 მაჟორიტარულ ოლქშიც “ქართული ოცნების” კანდიდატმა, გიორგი მეტრეველმა გაიმარჯვა, მან 48.17% დააგროვა;

თეთრიწყაროს N26.02 მაჟორიტარულ ოლქში 56.49%-იანი გამარჯვება ასევე “ქართული ოცნების” კანდიდატმა ლევან წიკლაურმა მოიპოვა.

ონის N43.16 მაჟორიტარულ ოლქში კი რევაზ საბანაძემ “ქართული ოცნებიდან” გაიმარჯვა – მან 71.64% მოიპოვა.

საქართველოს ორგანული კანონის, “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” თანახმად, საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩევნებზე მეორე ტური არ იმართება. საკრებულოს მაჟორიტარულ არჩევნებში არჩეულად ითვლება ის მაჟორიტარი კანდიდატი, რომელიც ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.

შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატები შესაბამისი საკრებულოს წევრებად 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე იქნებიან.