ქუთაისის მერის რიგგარეშე არჩევნებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, რის გამოც მეორე ტური გაიმართება.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უბნების 100% დაითვალა, რის შემდეგაც კანდიდატთა შედეგები ასეთია:
იოსებ ხახალეიშვილმა “ქართული ოცნებიდან” 45.7% მიიღო; გრიგოლ შუშანიამ “ენმ-გაერთიანებული ოპოზიციიდან” – 30.62%. შესაბამისად, მეორე ტური სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის ჩატარდება.
რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ცესკოს მონაცემებით, ანდრო ლოსაბერიძემ “სტრატეგია აღმაშენებლიდან” 8% დააგროვა; ამირან ძოწენიძემ “ევროპული საქართველოდან” – 6.63%; გაგა გოგრიჭიანმა “თავისუფალი საქართველოდან” – 3.05%; ირაკლი კიკვაძემ “ლეიბორისტული პარტიიდან” – 2.3%; ირმა პეტრიაშვილმა პარტია “სოციალური სამართლიანობისათვის” – 1.86%, ხოლო კახაბერ ჩახუნაშვილმა “ტრიბუნადან” – 1.85%.
მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც, პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის მსგავსად, 21 ნოემბერს უნდა გაიმართოს.