შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილ უზუსტობეზე საუბრობს მესამე სექტორი, რომელიც ამომრჩეველთა ხმებს საარჩევნო პროცესის პარალელურად ითვლიდა. ამ თემაზე სიუჟეტს მთავრი არხი ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, შემაჯამებელ ოქმებში იმაზე მეტი ბიულეტინი ჩათვალეს, ვიდრე რეალურად საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი იყო. სწორედ ამიტომ, მესამე სექტორი მოუწოდებს ცესკოს ხელახლა გადაითვალოს უბნები, სადაც ტექნიკურად გაუმართავი შემაჯამებელი ოქმები დაფიქსირდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია დისბალანსის თემაა. იმისთვის, რომ საზოგადოების ნდობა არსებობდეს და გავარკვიოთ, რა ხდებოდა ამ უბნებზე, სადაც ასეთი პრობლემა დაფიქსირდა, მნიშვნელოვანია ამ უბნებზე ხელახალი გადათვლა. ძალიან ფართო სივრცეა კითხვის ნიშნებისთვის. შეიძლება ვიღაცისთვის ეს გამართლებული იყოს, რომ მართლა ტექნიკური შეცდომა იყო, ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს გაყალბება და თვლიდეს, რომ ვიღაცამ ეს ბიულეტენები ჩაყარა. სანამ რეალურად არ დადგინდება რამ გამოიწვია ეს, რა თქმა უნდა, ყვეალ კითხვას არსებობის უფლება აქვს,”- აცხადებს “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე.
“ზოგიერთ ოქმში ფიქსირდება მეტობა, ზოგიერთ ოქმს ტექნიკური გაუმართაობის თვალსაზრისით აქვს სერიოზული პრობლემები, კომისიებმა, რომლებიც განიხილავენ საჩივრებს, ყველა მნიშვნელოვან დეტალს უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ ამომრჩევლის ნება სწორად აისახოს არჩევნების საბოლოო შედეგებში”,- ამბობს ნონა ქურდოვანიძე, “საიას” თავმჯდომარის მოადგილე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების დათვლისას, საარჩევნო უბნების 8%-ში არაზუსტი და არასწორად შეჯამებული ოქმები დაფიქსირდა.