„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია ხვალიდან არჩევნების მეორე ტურისთვის მზადებას იწყებს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს მეორე ტურში. „ჩვენ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენ მეგობარ 4 ელჩს, რომელთა ძალისხმევით დაძლეულ იქნა ჭარბი უმრავლესობის მრავალწლიანი პრობლემა და ახალ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა 9 პოლიტიკურ პარტიას მიეცა. როგორც ხედავთ, ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების ამ ძალისხმევას როგორც მაშინ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხმის არმიცემით, ისე ახლაც...
სამგორის რაიონში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა, საოლქო კომისიას საჩივრით მიმართა. მისი მტკიცებით, დახლოებით 5 000 ხმა "ქართულმა ოცნებამ" 120 უბნიდან მოიპარა. ლევან ხაბეიშვილი შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას ითხოვს. "საუბარი არის 5 000-7 000 ხმაზე, რომელიც მოგვპარეს პირდაპირი მნიშვნელობით, როგორც მაჟორიტარულ ოლქში, ისე, დიდი ნაწილი, პროპორციულ არჩევნებშიც. საუბარი არის ათასობით ხმაზე, რომელიც რადიკალურად ცვლის საარჩევნო პროცესებს," - ამბობს ხაბეიშვილი. ლევან...
წინა სტატია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია“ მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. აღნიშნული განცხადება პარტიის ლიდერებმა ბრიფინგზე გააკეთეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, მათი მოთხოვნაა „ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში“. „მას შემდეგ, რაც მთელმა ქვეყანამ ვიხილეთ, რომ 31 ოქტომბერს ქვეყანაში არ ჩატარდა არჩევნები, არ იყო ნიშან-წყალიც კი ჩატარებული არჩევნებისა, რა თქმა უნდა, ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშიას“ სხვა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების...
„სტრატეგია აღმაშენებელი“ მე-10 მოწვევის პარალამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს ამბობს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. „ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, რომელიც ჩვენმა ისტორიამ წინ დაგვიდო, რა თქმა უნდა, ერთსულოვანია „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის გადაწყვეტილება და ჩვენ არ ვცნობთ ლეგიტიმურად არჩევნებს, რომელიც ჩატარდა და არც ერთ შეთხვევაში არ შევალთ პარლამენტში. ეს არის უპირობო გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ გუშინ ვაცხადებდით. მინდა საქართველოს მოქალაქეებს ვუთხრა, ჩვენს...
სახალხო დამცველი ამბობს, რომ გავლენის ის მასშტაბი, რაზეც ISFED ლაპარაკობს, არჩევნების შედეგებზე გავლენას ახდენს - სამართლიანი არჩევნების განცხადებით, საარჩევნო უბნების 8%-ის ოქმებში დისბალანსი გამოვლინდა, რამაც შესაძლოა არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინოს არაუმეტეს 4,1%-ისა. ნინო ლომჯარიას თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი კითხვებს, რომელიც უბნების 8%-თან დაკავშირებით არსებობს. "ყველაზე საინტერესო იყო სამართლიანი არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგები, რომლის თანახმადაც, უბნების 8%-ის შემთხვევებში შემაჯამებელ ოლქებში ბალანსი არ ჯდება...
“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დარღვევების შესახებ ინფორმაციის მოძიებას აგრძელებენ, თუმცა არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. როგორც ბადრი ჯაფარიძემ ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, წლევანდელ არჩევნებს ბევრი სადამკვირვებლო მისია ვერ დააკვირდა, რაც “გამყალბებლებისთვის წამახალისებელი ფაქტორი იყო”. “ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობის საკითხი ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი. ეუთო აგროვებს დამატებით ინფორმაციას...
ახალი, მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე პარტია გირჩიც უარს ამბობს. გადაწყვეტილების შესახებ პარტიის ოფისში განაცხადეს. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო პარტია ლელომ. მათი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ისინი გააგრძელებენ ბრძოლას, რომ საქართველოში ჩატარდეს ლეგიტიმური არჩევნები. დღესვე პარტია ევროპულმა საქართველომ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებს და უარს ამბობს შევიდეს მეათე მოწვევის პარლამენტში. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, ტოტალურად გაყალბდა და ამიტომ არალეგიტრიმურად უნდა იყოს ცნობილი. გუშინ,  1...
დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანა დოლიძის განმარტებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საკუთარი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით დიდუბე-ჩუღურეთის არჩევნები გააყალბა, რის გამოც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს. ანა დოლიძემ ამ მოთხოვნით გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. მისი თქმით, გაყალბების მთავარი მიზანი ,,გია ვოლსკის გამარჯვება და ახალი ძალის დისკრედიტაციაა”. "დღეს აქ მოვედი იმისთვის, რომ მოვითხოვო ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას სისხლის სამართლის პასუხისმგელობა, რომელმაც საკუთარი უფლებამოსილების...
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ, თუმცა, ეს გადაწყვეტილება საყოველთაო უნდა იყოს. ნათელაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის გადაწყვეტილება ერთიანი არ იქნება, მანდატებზე უარის თქმა აზრს დაკარგავს. "მანდატებზე უარის თქმა არის აუცილებლად სწორი, როდესაც დაშვებულია ამგვარი ბოროტებები არჩევნების  დროს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება საყოველთაო და ყველა ოპოზიციური პარტია უარს იტყვის მანდატებზე. თუ ისე მოხდა, როგორც 2008...
პარტია "ლელომ" გადაწყვიტა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში არ შევა. ამ თემაზე განცხადება პარტიის ოფისში ცოტა ხნის პარტიის ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ გააკეთა. "არ ვაპირებთ არალეგიტიმურად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაციას. გავაგრძელებთ ბრძოლას, საქართველოში ჩატარდეს ლეგიტიმური არჩევნები", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ. მანვე აღნიშნა, რომ ლელო უერთდება საპროტესტო აქციებს იმ მოთხოვნით, რომ საქართველოში დასრულდეს გაყალბებული არჩევნების ჩატარება. მათი მოთხოვნაა, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. ბადრი ჯაფარიძის ცნობით, ყველა...
წინა სტატია "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის მერობის კანდიდატი, რომელიც არჩევნების დღეს სცემეს, გამოძიებას არ ენდობა. ირაკლი კიკვაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, რომ პოლიციამ მხოლოდ ორი ადამიანი (დაზარალებული და მისი თანმხლები პირი) დაკითხა, მაშინ როცა, დაახლოებით 15-მდე ადამიანი სცემდა. "მე და ჩემი თანხმლები პირი დაგვკითხეს, სხვა მხარე არც დაუკითხავთ, ამის მერე მე, რა თქმა უნდა, არ ვენდობი გამოძიებას. მეტიც იმ დღეს, პოლიციაც ერთგვარი თანამონაწილე იყო, მცემდნენ...
ზუგდიდის საოლქო კომისის თავმჯდომარე მირანდა მესხის განცხადებით, ოქმებში არ ყოფილა საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებული უზუსტობები, იყო ტექნიკური შეცდომები, რომელიც გასწორდა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. "არანაირი კანონი არ დარღვეულა, კენჭისყრის დღის არაუგვიანეს მომდევნო დღისა, კომისიას აქვს უფლება, რომ თუ ფიქსირდება ხარვეზი, დაურთოს შესწორების ოქმი, ვინაიდან მათი ბეჭედი დალუქულია, ეს არის კომისიური გადაწყვეტილება, მათი ახსნა -განმარტებების საფუძველზე, რომელიც ტარდება სარეგისტრაციო ჟურნალში იკვლევა ფაქტობრივი...
აჭარის უმაღლეს საბჭოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მანდატებზე უარს აცხადებს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურშიც მონაწილეობაზე უარს ამბობს. "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მიაჩნია, რომ საპარლამნეტო არჩევნების შედეგი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. ცნობისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭოში მოსახვედრად ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ "ერთიან ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ქართულმა ოცნებამ" გადალახა. "31 ოქტომბრის არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა,...
„პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივნის, გოჩა თევდორაძის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსი“ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცესკო-ს შედეგებს არ აღიარებს. მისივე თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და მეათე მოწვევის პარლამენტში არ შევლენ. „პატრიოტთა ალიანსი“ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, რადგან რეალურად, ეს იყო ძალადობა ამომრჩეველზე, მოსყიდვა ამომრჩევლის, ამომრჩევლის ნების შეზღუდვა, კანონის უხეშად დარღვევა, იგნორირება დემოკრატიის, გამჭირვალობის. ამიტომ, ჩვენ ამ...
გადადგეს ცესკო-ს სრული შემადგენლობა, თუმცა მანამდე სასწრაფოდ გამოვიდეს თამარ ჟვანია და გააკეთოს განმარტება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით,- ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანა დოლიძის მიმართვაშია ნათქვამი, რომელსაც დოლიძე საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ ავრცელებს. ანა დოლიძე მიმართვაში არჩევნების გაყალბების შესახებ საუბრობს და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს, ჩაერთოთ საქართველოში და კერძოდ, დიდუბე-ჩუღურეთში ჩატარებული არჩევნების შედეგების დაკვირვების და შეფასების პროცესში და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი ქვეყანაში...
"ლელოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა. მისი აზრით, თუ მმართველი გუნდი ამას არ დათანხმდება, არსებული კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება. "ჩვენი პარტიის ხედვა არის ძალიან მკაფიო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი იმ კრიზისიდან, რომელიც აუცულებლად გაღრმავდება, თუკი ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა არალეგიტიმურად ჩატარებული პარლამენტის შეკრება და შესაბამისად,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ