“ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის მერობის კანდიდატი, რომელიც არჩევნების დღეს სცემეს, გამოძიებას არ ენდობა.
ირაკლი კიკვაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, რომ პოლიციამ მხოლოდ ორი ადამიანი (დაზარალებული და მისი თანმხლები პირი) დაკითხა, მაშინ როცა, დაახლოებით 15-მდე ადამიანი სცემდა.
“მე და ჩემი თანხმლები პირი დაგვკითხეს, სხვა მხარე არც დაუკითხავთ, ამის მერე მე, რა თქმა უნდა, არ ვენდობი გამოძიებას. მეტიც იმ დღეს, პოლიციაც ერთგვარი თანამონაწილე იყო, მცემდნენ და ვინც მცემდა ის განარიდეს, მერე მეკითხებოდნენ ვინ გცემაო,” – განმარტავს ირაკლი კიკვაძე.
ის ამბობს, რომ აუცილებლად იბრძოლებს დამნაშავის დასასჯელად.
31 ოქტომბერს, ირაკლი კიკვაძეს #35-ე საარჩევნო უბაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ამბობს, რომ უბანზე მას და მის თანმხლებს “ქართული ოცნების” აქტივისტები დაუპისრიპირდნენ.
შემთხვევას ადასტურებენ უბანზე მყოფი დამკვირებლებიც. ირაკლი კიკვაძეს ცემის შედეგად სახის არე ქონდა დაზიანებული.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების ხელიშეშლად ითვლება. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.