ბადრი ჯაფარიძე: ერთადერთი სწორი გამოსავალია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე შეთანხმება

290

“ლელოს” ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა.

მისი აზრით, თუ მმართველი გუნდი ამას არ დათანხმდება, არსებული კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება.

“ჩვენი პარტიის ხედვა არის ძალიან მკაფიო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი იმ კრიზისიდან, რომელიც აუცულებლად გაღრმავდება, თუკი ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა არალეგიტიმურად ჩატარებული პარლამენტის შეკრება და შესაბამისად, იგნორირება საზოგადოების დიდი უმრავლესობის მოსაზრების და მათი მოთხოვნის. ჩემი აზრით, ეს შეგვიყვანს ძალიან ღრმა კრიზისში. აქედან გამოსავალი ბევრად უფრო ძნელი იქნება, ვიდრე ის, ახლა რომ დავიწყოთ ლაპარაკი და შეთანხმება ახალ არჩევნებზე. ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი.

პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა “ევროპულმა საქართველომ”. 

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, ტოტალურად გაყალბდა და ამიტომ არალეგიტრიმურად უნდა იყოს ცნობილი. გუშინ, 1-ლ ნოემბერს საპროტესტო აქციაც გაიმართა. აქცია დღესაც არის დაგეგმილი.