ღია სივრცეში პირბადის არგამოყენებაზე ფულადი ჯარიმა გავრცელდება. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, მოქალაქეები, რომლებიც ღია სივრცეში პირბადეს არ გამოიყენებენ, 20 ლარით დაჯარიმდებიან. მისივე თქმით, ეს რეგულაცია ხვალიდან ამოქმედდება. „ღია სივრცეში პირბადეების ტარებაზე იმოქმედებს ისეთივე სანქცია და რეგულაცია, როგორც ეს არის დახურულ სივრცეში – ეს რის 20 ლარი. შეგახსენებთ, რომ ეს არის ჯარიმა, რომელიც მოქმედებს დღეისთვის. დახურულ სივრცეში პირბადის...
თბილისის მერია სოფელი დიღმისთვის წყალარინების ქსელის მოწყობას განაგრძობს. ამჟამად, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მიმდინარეობს. აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4-დან 8 ნოემბრის ჩათვლით, აღმაშენებლის ხეივნის მიმართულებით, ახმეტელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. დედაქალაქის მერია საზოგადოება ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.
სახლემწიფო სუაფრთოხების სამსახურში, "ნაციონალური ძოარობა" გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, დევი ჭანკოტაძის აქტრივისტები დაიბარეს. გამოკითხვა უწყებაში ცოტა ხანში უნდა დაიწყოს. რაფი კორუჯოვი ადვოკატ ბექა ბასილაიასთან ერთად სუს-ში უკვე მივიდა. ბექა ბასილაიას განმარტებით, რაფი კორუჯოვი ჭანკოტაძის მეგობარი და მეწარმეა, ის 31 ოქტომბრის აქციაზე როგორც ჩვეულებრივი აქტივისტი იმყოფებოდა. უწყება ამბობს, რომ მის მანქანაში ელექტროშოკური მოწყობილობა აღმოაჩინეს. ბექა ბასილაიას განცხადებით, გამოძიება 315-ე, სახელმწიფო გადატრიალების მუხლით არის...
საქართველოს რამდენიმე ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში, სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ასევე სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს აჭარაში. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. "რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ სწავლას დისტანციურ რეჟიმში უფროს კლასებში და რა თქმა უნდა უმაღლესი დაწესებულებები და პროფ-სასწავლებები აგრძელებენ სწავლას იმ რეჟიმში, რა რეჟიმითაც ისინი ფუნქციონირებენ დღემდე",- თქვა ცქიტიშვილმა. 3 ნოემბერს...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 117 საარჩევნო უბანთან მიმართებით ითხოვს შემაჯამებელი ოქმების ბათილობასა და შესაბამისი მონაცემების ხელახლა გადათვლას. "როგორც საია-ში აცხადებენ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში  304 საჩივარი წარადგინა - მათგან 131 საჩივარი კენჭისყრის ან/და ხმის დათვლის პროცედურის დარღვევას შეეხება, ხოლო 173 უბანთან მიმართებით საია შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე დავობს. "გასაჩივრებული ოქმების უმრავლესობაში ფიქსირდება დისბალანსი ან/და ოქმების გადასწორების...
არც ერთ დასკვნაში არ არის მთავარი შეფასება, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი, ძირითადი აქცენტია, იმაზე რომ იყო კონკურენტული. კონკურენტული იყო ბელორუსის არჩევნებიც,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშების კომენტირებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პირველადი შეფასებები, რომელიც საერთაშრისო დამკვირვებლებმა გააკეთეს, დიდი ალბათობით დამძიმდება. „რამდენადაც მე მოვასწარი წაკითხვა, არც ერთ დასკვნაში არ არის მთავარი შეფასება, რომ ეს...
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოქვეყნებულ არც ერთ დასკვნაში არ არის აღნიშნული, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა სამართლიანად. როგორც კაპანაძე აღნიშნავს, არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს წყვეტს ხალხი. „ჩვენ ვნახეთ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული შეფასება ამ არჩევნებთან მიმართებაში. ჩვენ ვნახეთ ასევე ISFED-ის პარალელური დათვლა, რომელიც ამბობს, რომ არის 4%-ანი აცდენა გამოქვეყნებულ და რეალურ შედეგებს შორის. ვიხილეთ ომბუდსმენის განცხადება, რომელიც ამბობს,...
პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. შესაბამისი გადაწყვვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მარია ცქიტიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება. „მივიღეთ გადაწყვეტილება, პირბადეების ტარება არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ ღია სივრცეშიც სავალდებულო იყოს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებენ. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. „თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში და ბათუმში რესტორნების მუშაობა იყო შეზღუდული 22:00 საათიდან. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ იქ გამართული ღონისძიებებისა და წვეულებების დროს შეინიშნება ინფიცირების მაღალი რაოდენობა, ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რესტორნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იმუშაონ 22:00 საათამდე“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ დაუბალანსებელი ოქმების სოციალურ ქსელებსა და მედიაში გამოქვეყნებით მიზანმიმიმართული და არასწორი კამპანია მიმდინარეობს. ამის შესახებ თამარ ჟვანიამ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. “შეცდომები არ არის ახალი და პირველად არ ხდება არჩევნებზე. შეიძლება იყოს ტექნიკური შეცდომა, მექანიკური შეცდომა, ასევე, არის ხოლმე, როდესაც არასწორად ივსება ოქმი, თუმცა, ძალიან საოცარი, არასწორი, მიზანმიმართული კამპანიური ხასიათი აქვს იმას, რაც დღეს ხდება...
არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში არ შევლენ. მათი შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ამომრჩეველზე ძალადობის პირობებში ჩატარდა და მისი შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილებას იზიარებენ ის პარტიებიც, რომლებიც ვერ მოხვდნენ პარლამენტში. „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალადობის და დაშინების, სუს-ის და კრიმინალური სამყაროს კოორდინირებული ზეწოლის,...
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება, რადგან მისი ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. "კორონავირუსი მისი ოჯახის წევრს დაუდასტურდა. მინისტრს არ აღენიშნება კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები და თავს კარგად გრძნობს. მიხეილ ჩხენკელი საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს", — აცხადებენ უწყებაში. საქართველოს მთავრობაში პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე  პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნათია მეზვრიშვილს.  თვითიზოლაციაში იმყოფება ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
ფული არჩევნებს ვერ იგებს. ასე რომ არ იყოს, მერწმუნეთ, რომ ოქრიაშვილიც და ჩოჩელიც დღეს მაჟორიტარი დეპუტატები იქნებოდნენ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩევნებზე მოსყიდვის ფაქტების შესახებ კომენტირებისას განაცხადა. „რაც შეეხება მოსყიდვას, როდესაც ფულის ჭარბად ხარჯვაზეა საუბარი, შეგიძლიათ მოიკითხოთ მაგალითად რა ხდებოდა ოლქში, რომელსაც ჩვენი მხრიდან გოგი მეშველიანი წარმოადგენდა, ან რა ხდებოდა მცხეთა- მთიანეთში. ფული არჩევნებს ვერ...
მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ, 2020 წლის World Travel Awards- ის რიგით 27-ე დაჯილდოებაში, მტირალას ეროვნულმა პარკმა ტიტული - „საქართველოს წამყვანი ეროვნული პარკი 2020“ მოიპოვა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ჯილდოს მისაღებად, მტირალას ეროვნულ პარკს კონკურენციას უწევდნენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, კოლხეთის ეროვნული პარკი და ლაგოდეხის ეროვნული პარკი. მტირალას ეროვნული პარკისთვის ხმის მიცემა, 24...
იმედი მაქვს, ქართული პოლიტიკური პარტიები გააგრძელებენ დემოკრატიის დაცვას ფრონტის წინა ხაზებიდან, - ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც რასმუსენი წერს, არჩევნების შედეგებისადმი ნდობის განსამტკიცებლად, საჭიროა დარღვევების სათანადოდ გადაწყვეტა. "მიხარია, რომ შაბათს ჩატარებულმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ქართველების ერთგულება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი. მაღალი იყო ამომრჩეველთა აქტივობა პანდემიის მიუხედავად. საერთაშორისო დამკვირვებლების პირველადი შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული და თავისუფალი იყო....
პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ დაფიქსირებული აქტივობა, განსაკუთრებით ეპიდემიის შედეგად წარმოქმნილი აშკარა სირთულეების ფონზე, წარმატებაა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ამასთან, განცხადების თანახმად, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს დარღვევების შესახებ ცნობებზე, რომელთა მასშტაბები, მათივე თქმით, სავარაუდოდ, უნდა აღემატებოდეს 2016 წლის არჩევნების დარღვევებს. „პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფასებს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ