სუს-ი ამბობს, რომ “ნაცმოძრაობის” აქტივისტს 31 ოქტომბრის აქციაზე ელექტროშოკი ჰქონდა – პირი გამოკითხვაზეა

428

სახლემწიფო სუაფრთოხების სამსახურში, “ნაციონალური ძოარობა” გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, დევი ჭანკოტაძის აქტრივისტები დაიბარეს. გამოკითხვა უწყებაში ცოტა ხანში უნდა დაიწყოს. რაფი კორუჯოვი ადვოკატ ბექა ბასილაიასთან ერთად სუს-ში უკვე მივიდა.

ბექა ბასილაიას განმარტებით, რაფი კორუჯოვი ჭანკოტაძის მეგობარი და მეწარმეა, ის 31 ოქტომბრის აქციაზე როგორც ჩვეულებრივი აქტივისტი იმყოფებოდა. უწყება ამბობს, რომ მის მანქანაში ელექტროშოკური მოწყობილობა აღმოაჩინეს.

ბექა ბასილაიას განცხადებით, გამოძიება 315-ე, სახელმწიფო გადატრიალების მუხლით არის დაწყებული.

„ქართულ ოცნებას“ დასჩემდა არჩევნების წინ ეფემერული საქმეების წამოწყება. ელექტროშოკზე დაიწყეს გამოძიება 315-ე, სახელმწიფო გადატრიალების მუხლით, ეს არის აბსურდი, ამას რაციონალური სამართლებრივი ახსნა არ გააჩნია. შეიძლება ირაკლი კობახიძეც იყო მოსული და ვრცელი ჩვენება აქვს მოყოლილი თავის სიზმრებზე და ფანტაზიებზე. ეს ყველაფერი არის უაღრესად საგანგაშო, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყოს ნამდვილი ტერორისტის ძებნით დაკავებული რომელიც გადაადგილდება და ხვალ-ზეგ როგორ შეუქმნის ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს არავინ იცის, ამ დროს ისინი კავდებიან მეწარმე ადამიანის ავტომობილიდან ამოღებული ელექტროშოკის საქმეებით. ელექტოროშოკი არ არის რაიმე აკრძალული ნივთი, რომ გაიაროთ ბაზრობაზე ნებისმიერ ადგილას ნახავთ“, – აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე უარი განაცხადეს და ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცემენ.

„ჩვენ ვთქვით, რომ ამ საქმის ირგვლივ ჩვენებას მივცემთ მაგისტრი მოსამართლის წინაშე, რომ სასამართლოსთვისაც ნათელი გახდეს როგორ აბსურდზე მიმდინარეობს გამოძიება და ეს ყველაფერი ემსახურება ამომრჩევლების და აქტივისტების დაშინებას”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.