საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 117 საარჩევნო უბანთან მიმართებით ითხოვს შემაჯამებელი ოქმების ბათილობასა და შესაბამისი მონაცემების ხელახლა გადათვლას.
“როგორც საია-ში აცხადებენ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში 304 საჩივარი წარადგინა – მათგან 131 საჩივარი კენჭისყრის ან/და ხმის დათვლის პროცედურის დარღვევას შეეხება, ხოლო 173 უბანთან მიმართებით საია შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე დავობს.
“გასაჩივრებული ოქმების უმრავლესობაში ფიქსირდება დისბალანსი ან/და ოქმების გადასწორების ფაქტები”, – აცხადებენ საია-ში.
საოლქო საარჩევნო კომისიებმა წარდგენილი საჩივრები 2 დღის ვადაში უნდა განიხილონ.
ცესკომ უბნების დათვლა დაასრულა. დათვლილია ქვეყნის მასშტაბით 3847 უბანი.
წინასწარი შედეგები ასეთია:
ქართული ოცნება N41 – 48,15% (926 959 ხმა)
ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია N5 – 27,14% (522 563 ხმა)
ევროპული საქართველო N2 – 3,78% (72 752 ხმა)
გირჩი N36 – 2,89% (55 600 ხმა)
ლელო N56 – 3,15% (60 691 ხმა)
გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი N27 – 3,15% (60 592 ხმა)
პატრიოტთა ალიანსი N8 – 3,14% (60 493 ხმა)
ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები N24 – 1,33% (25 534 ხმა)
ლეიბორისტული პარტია N10 – 1% (19 281 ხმა)
არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში არ შევლენ. ისინი აცხადებენ, ოცნებამ არჩევნები გააყალბა. არჩევნების შედეგების გაუქმება და განმეორებითი არჩევნების ჩატარება ცესკოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში.