პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. შესაბამისი გადაწყვვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მარია ცქიტიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, პირბადეების ტარება არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ ღია სივრცეშიც სავალდებულო იყოს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.