განათლების მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა, მისი ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

383

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება, რადგან მისი ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

“კორონავირუსი მისი ოჯახის წევრს დაუდასტურდა. მინისტრს არ აღენიშნება კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები და თავს კარგად გრძნობს. მიხეილ ჩხენკელი საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს”, — აცხადებენ უწყებაში.

საქართველოს მთავრობაში პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე  პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნათია მეზვრიშვილს. 

თვითიზოლაციაში იმყოფება ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.