აღმაშენებლის ხეივანში 8 ნოემბრამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

334

თბილისის მერია სოფელი დიღმისთვის წყალარინების ქსელის მოწყობას განაგრძობს. ამჟამად, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მიმდინარეობს.

აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4-დან 8 ნოემბრის ჩათვლით, აღმაშენებლის ხეივნის მიმართულებით, ახმეტელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

დედაქალაქის მერია საზოგადოება ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.