ავტორი: მაგდა პოპიაშვილი
მაშინ, როცა ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ეუთო, ევროკავშირი, სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები და საელჩოები ცალსახად აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი, ფაქტობრივად, მოშლილი იყო, საარჩევნო ადმინისტრაციები ყოვლად წარმოუდგენელ გადაწყვეტილებებს იღებენ.
როგორც გახსოვთ, წინასაარჩევნო პერიოდში ერთ-ერთ განსაკუთრებულ პრობლემას კვლავ წარმოადგენდა ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა კანონდარღვევით...
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მოუწოდებს ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“ მიაწოდონ „ქართულ ოცნებას“ ინფორმაცია, რომელი უბნების პარალელური დათვლის შედეგად მიიღეს ის რიცხვი, რაც მათ გამოაქვეყნეს. ამის შესახებ მდინარაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, პატარა უზუსტობებიც კი უნდა აღმოიფხვრას.
„მოვუწოდებ „სამართლიან არჩევნებს“ წარმოადგინონ ინფორმაცია საზოგადოებისთვისაც და ჩვენც მოგვაწოდონ, რომელი უბნების პარალელური დათვლის შედეგად მიიღეს ის რიცხვი, რაც მათ გამოაქვეყნეს. შევადაროთ და დეტალურად გავყვეთ ყველა უბნის...
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების აქცია იმართება. ისინი არჩევნების შედეგების გაბათილებასა და ცესკოს ახალი შემადგენლობით რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ოპოზიციის წარმომადგენლები უარს ამბობენ აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზეც.
ენმ-ის ბათუმის ადგილობრივი საკრებულოს წევრი, მირდატ ქადამაძე ამბობს, რომ არჩევნები ქართულმა ოცნებამ გააყალბა, თუმცა ბიძინა ივანიშვილს კიდევ აქვს შანსი, რომ "უკან დაიხიოს":
"გუშინდელი დღე, როდესაც არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ აღიარა თამარ ჟვანია, მათ შორის არც პრორუსულმა ოპოზიციამ, ეს...
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია Facebook-ზე წერს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების (ISFED, GYLA, TI) ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში მათი დამკვირვებლების მიმართ ადგილი აქვს შეურაცხმყოფელ და აგდებულ დამოკიდებულებას.
"სადამკვირვებლო ორგანიზაციები (ISFED, GYLA, TI) მაწვდიან ინფორმაციას, რომ საჩივრების განხილვის დროს მათი დამკვირვებლების მიმართ საოლქო საარჩევნო კომისიებში ადგილი აქვს შეურაცხმყოფელ და აგდებულ დამოკიდებულებას, რაც, ხშირ შემთხვევაში, ქმნის დამაშინებელ გარემოს. მივმართავ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საოლქო კომისიებში სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის...
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" გლდანის ოლქის N08.10.99 უბნის პროპორციულ შემაჯამებელ ოქმს გაასაჩივრებს.
ორგანიზაცია ამბობს, რომ ამ უბანზე მისულ ამომრჩეველს, პარტიების მიერ მიღებულ ხმებსა და ბათილ ბიულეტენებს შორის დისბალანსი იყო 63 ხმა.
ასევე, TI-ის განცხადებით, ცესკოს ვებგვერდზე საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმსა და იმავე უბნის შესწორების ოქმში კომისიის ერთი და იმავე წევრის 2 ხელმოწერას შორის აშკარა განსხვავება იყო.
"მიგვაჩნია, რომ ერთი და იმავე პირის მიერ ორ დოკუმენტზე განსხვავებული ხელმოწერების საკითხით უნდა...
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი ონიანმა საარჩევნო ოქმების შესწორების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესწორების ოქმების უმეტესობა ნაჩქარევად შედგა.
გარდა ამისა, გიორგი ონიანმა განმარტა, რომ ვიდეოს მეშვეობით არის დაფიქსირებული, რომ ერთი და იგივე ადამიანი ერთი და იმავე უბანზე რამდენჯერმე აძლევდა ხმას. მისივე თქმით, აღნიშნულ ინციდენტზე საოლქოს გადაწყვეტილება კომისიის...
აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები იკრიბებიან, მანამდე ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს შეძახილებით: „იმოქმედე“.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს არჩევანი წაართვა და 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ხალხის ნებას არ გამოხატავდა.
როგორც ოპოზიციის წევრები, ასევე აქციის მონაწილეები აცხადებენ, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და „ქართულმა ოცნებამ" ყველა საარჩევნო უბანზე ხმები მოიპარა.
„პროტესტი არ შეჩერდება, ვიდრე ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არ ჩაინიშნება. არ გავჩერდებით,...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
„ნათია თურნავა ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს“, – აცხადებენ სამინისტროში.
ნათია თურნავა თვითიზოლაციაში იყო გადასული.
საქართველოს მთავრობაში პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნათია მეზვრიშვილს.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად 7 ნოემბერს 5 საათზე, თავისუფლების მოედანზე აქციას გამართავენ. ამ თემაზე მან პოსტი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.
"ყველას ვეუბნები: თვალის დახუჭვა იმაზე, რაც მოხდა, არის უზნეობა! არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია. ფეიკ-ოქმებს ავრცელებენო, აქაც ორგანიზებულ კამპანიას რომ ეწევით, რა ფეიკი, მთელი თქვენი არჩევნები ფეიკია. ცესკოს საიტზე დევს ეს ოქმები, ცესკოც ფეიკია ამ ლოგიკით....
გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დევნილებს მცირე და საშუალო ბიზნესის დასაწყებად ან განსავითარებლად გრანტები გადაეცემათ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით, წარმოების, გადამუშავებისა და მომსახურების სექტორში 100 დევნილი დაფინანსდება. თითოეული გრანტის ოდენობა 2000 ევროს შეადგენს. განაცხადების მიღება 10 ნოემბრამდე გაგრძელდება.
„საგრანტო კონკურსს ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს. განაცხადის ფორმის შევსება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი N37დ და ზუგდიდი, 8 მარტის...
"ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ არჩევნებზე ე.წ. კარუსელი მოქმედებდა, რომლის მიხედვით, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი საარჩევნო ყუთში მხოლოდ კონვერტს აგდებდა, ცარიელი ბიულეტენი კი გამოჰქონდა, ხაზავდა 41-ს და შემდეგ ბრუნდებოდა უბანზე, სადაც ყუთში უკვე შემოხაზულ ბიულეტენს აგდებდა.
დეპუტატის ინფორმაციით, ასეთი ე.წ. კარუსელი 969 უბანზე გამოავლინეს და ჯამში 8 400 შეადგინა.
"8400 "კარუსელი" ნიშნავს იმას, რომ 8 400 ცარიელი კონვერტი ეგდო ამ...
ცესკოს შენობასთან შეკრებილი ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას და არჩევნების თავიდან ჩატარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „წადი, წადი“.
აქტივისტებმა იქვე აღმართულ რკინის ჯებირზე თამარ ჟვანიას გამოსახულებით ბანერი გადაკიდეს წარწერით - „გამყალბებელი ციხეში“.
აქციის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებენ და მას გაყალბებულად მიიჩნევენ.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ცალსახად და საჯაროდ აცხადებს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე და მოვითხოვთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” დანიშნოს ხელახალი არჩევნები”,- ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.
ინაშვილის თქმით, პარტია აქტიურად დაიწყებს საპროტესტო კამპანიას უწყვეტი აქციების სახით.
“2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა. ვფიქრობთ, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეებსაც კი ესმით, რომ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ასეთ...
წინა სტატია
ცენტრალური საარჩევნო კომისის შენობასთან, სადაც ოპოზიციური პარტიების აქტივისტები არიან შეკრებილები, სამართალდამცავებმა რკინის ბარიკადები განათავსეს. აქციის მონაწილეები რკინის ბარიკადებს ქვებს ურტყამენ.
ცესკო-სთან ოპოზიციის წევრები და მათი მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.
მანამდე კი ოპოზიციის მხარდამჭრერებმა რესპუბლინის მოედნიდან ცესკო-ს შენობამდე მანქანებით მსვლელობა მოაწყვეს.
ოპოზიციური პარტიების აქტივისტები რესპუბლიკის მოედნიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობამდე მანქანებით მსვლელობას მართავენ. მანქანებზე გაკრულია ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გამოსახულებით პლაკატი, რომელსაც აწერია „გამყალბებელი ციხეში".
აქტივისტები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ასევე, აღმართულია ბარიკადები. აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ სასტვენები. დემონსტრანტები ბარიკადებს ქვებს ურტყამენ. მათი თქმით, აქციები პერმანენტული იქნება.
პარალელურად კი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში თამარ ჟვანია დიპლომატიური მისიის და საერთაშორისო...
შტურმი იყო საარჩევნო უბნებზე იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სასურველი შედეგი დამდგარიყო, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, ახლა დაიწყეს ჩვენი დაკვირვებლების სამართლებრივი დევნა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველას, ვინც გაყალბების სქემაშია ჩართული, პასუხი მოეთხოვება.
„როგორც ჩანს, „ქართული ოცნებისთვის“ და ბიძინა ივანიოშვილისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა ის ყაჩაღობა, რომელიც მან ჩაიდინა საარჩევნო უბნებზე მთელი საქართველოს მასშტაბით. კარგად ვხედავდით...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































