ცესკოს შენობასთან შეკრებილი ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას და არჩევნების თავიდან ჩატარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „წადი, წადი“.
აქტივისტებმა იქვე აღმართულ რკინის ჯებირზე თამარ ჟვანიას გამოსახულებით ბანერი გადაკიდეს წარწერით – „გამყალბებელი ციხეში“.
აქციის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებენ და მას გაყალბებულად მიიჩნევენ.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.