ნათია თურნავას კორონავირუსი დაუდასტურდა

411

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

„ნათია თურნავა ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს“, – აცხადებენ სამინისტროში.

ნათია თურნავა თვითიზოლაციაში იყო გადასული.

საქართველოს მთავრობაში პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა.  კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე  პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნათია მეზვრიშვილს.