ლომჯარია: ISFED, GYLA, TI ამბობენ, რომ საჩივრების განხილვისას კომისიებში შეურაცხმყოფლად ექცევიან

415

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია Facebook-ზე წერს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების (ISFED, GYLA, TI) ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში მათი დამკვირვებლების მიმართ ადგილი აქვს შეურაცხმყოფელ და აგდებულ დამოკიდებულებას.

“სადამკვირვებლო ორგანიზაციები (ISFED, GYLA, TI) მაწვდიან ინფორმაციას, რომ საჩივრების განხილვის დროს მათი დამკვირვებლების მიმართ საოლქო საარჩევნო კომისიებში ადგილი აქვს შეურაცხმყოფელ და აგდებულ დამოკიდებულებას, რაც, ხშირ შემთხვევაში, ქმნის დამაშინებელ გარემოს. მივმართავ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საოლქო კომისიებში სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოს ზეწოლისაგან თავისუფალი, საქმიანი და ეთიკური სამუშაო გარემო!”, – წერს ლომჯარია.

პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ თქვა უარი. ისინი აცხადებენ, ოცნებამ არჩევნები გააყალბა. არჩევნების შედეგების გაუქმება და განმეორებითი არჩევნების ჩატარება ცესკოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში – ამ მოთხოვნების შესრულებით ოპოზიციამ მემორანდუმიც გააფორმა.