აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის წევრები იკრიბებიან, მანამდე ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს, შეძახილებით – „იმოქმედე“

309

აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები იკრიბებიან, მანამდე ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს შეძახილებით: „იმოქმედე“.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს არჩევანი წაართვა და 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ხალხის ნებას არ გამოხატავდა.

როგორც ოპოზიციის წევრები, ასევე აქციის მონაწილეები აცხადებენ, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და „ქართულმა ოცნებამ” ყველა საარჩევნო უბანზე ხმები მოიპარა.

„პროტესტი არ შეჩერდება, ვიდრე ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არ ჩაინიშნება. არ გავჩერდებით, რადგან ხელისუფლებამ ჩვენი არჩევანი წაგვართვა. აქ მოვედით იმიტომ, რომ შეურაცხყოფილი ვართ. ტოტალურად მოხდა არჩევნების გაყალბება”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.