წინა სტატია
აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე კარავი გაშალეს. ამასთან, აქციის მონაწილეებმა კასრებში ცეცხლი დაანთეს. როგორც ისინი აცხადებენ, დაშლას არ აპირებენ და პროტესტის გაგრძელებას თბილისში მიმდინარე აქციის პარალელურად გეგმავენ.
აქციის მონაწილეები ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადაყენებას და საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ.
მათი განცხადებით, საქართველოში არჩევნები გაყალბდა და არ უნდა მოხდეს მისი კანონიერად ცნობა.
ცნობისთვის, დღეს 15:00 საათიდან, აჭარის...
ტვ პირველის ცნობით თამარ ჟვანიამ ცესკოს შენობა დატოვა
ტელეკომპანიის ცნობით, მან ინფორმაციიის გადამოწმება ცესკოს პრესსამსახურთან სცადა, თუმცა, პრესსამსახურში ზარებს არ უპასუხეს.
როგორც ცნობილია, რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა – ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, რის შემდეგაც ოპოზიცია მზად იყო ივანიშვილთან შეხვედრაზე ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე.
წინა სტატია
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ინფორმაციით, კონტაქტი შედგა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, კერძოდ, არჩილ თალაკვაძესა და ირაკლი კობახიძესთან, რომლებმაც ითხოვეს, რომ ხვალისთვის მოხდეს მოლაპარაკება.
მელია ამბობს, რომ ხალხი დღეს არის შეკრებილი და მოლაპარაკება უნდა შედგეს დღესვე. მან მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ წავიდნენ ცესკოს შენობასთან და "კომენდანტის" საათი დაუწესონ, სანამ არ ჩაინიშნება ხელახალი არჩევნები.
მელია ამბობს, რომ ცესკოს შენობაში ვერავინ ვეღარ...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 8 ნოემბრის მდგომარეობით, 2020 წლის პარლამენტის პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი 3.28%-ია, ხოლო მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებელი - 4.14%. საბოლოო მონაცემები პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად შეჯამების შემდეგ გამოქვეყნდება.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიხედვით ბათილი ბიულეტენების სტატისტიკა მოამზადა. მონაცემები მოიცავს ბათილი ბიულეტენების საშუალო პროცენტულ მაჩვენებლებს 2002...
აბსურდი არის ის, სადაც ახლა თვითონ შედიან და ამ აბსურდიდან გამოსვლა ძალიან გაუჭირდებათ, - ასე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი მმართველი პარტიის პოზიციას ოპოზიციის მოთხოვნების აბსურდულობასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ხელისუფლება არაადეკვატურია, ოპოზიცია და ხალხი კი უკან დახევას არ აპირებს.
„სამწუხარო რეალობაა, რომ როგორც არჩევნები გააუქმა ბიძინა ივანიშვილმა, ამ არჩევნების გაუქმების შემდეგ უკან დახევას არ აპირებს და ფაქტობრივად, მთელი საზოგადოება და ოპოზიციაც...
საბურთალოს N3 საოლქო კომისიასთან, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი იმყოფებოდა ხმაურია.
ელისაშვილმა კომისიის სხდომაზე დასწრება მოითხოვა. როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, სურდა, ხალხის მიერ მისთვის მიცემული ხმების გადათვლის პროცესს დასწრებოდა. მას სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
ბათუმში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების აქციაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ჯელალ ქიქავამ განაცხადა, რომ ცხადდება საყოველთაო დაუმორჩილებლობა და პანდემიის მიუხედავად აქციები გაგრძელდება.
"ფეხებზე გვკიდია კორონავირუსი, ცხადდება სრული დაუმორჩილებლობა", - აღნიშნა ქიქავამ.
ბათუმში საპროტესტო აქცია ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, აჭარის მთავრობის სახლთან გრძელდება. მანამდე ოპოზიციის მხარდამჭერებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყეს, მათ მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რა გამწარებული უნდა იყოს ადამიანი არჩევანის წართმევით, რომ ამ რისკების ფონზეც გამოვიდეს და დადგეს აქციაზე, - ამის შესახებ გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
კითხვაზე, ხომ არ შექმნის დამატებით რისკებს აქცია კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ჯაფარიძე პასუხობს, რომ კოვიდთან ბრძოლა არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა.
„თქვენ ხედავთ, რომ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ატარებს პირბადეს და ცდილობენ დისტანციაც დაიცვან, მით უმეტეს,...
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აერო გადაღების კამერა აქციაზე მყოფ ერთ-ერთ მოქალაქეს თავზე დაეცა.
ახალგაზრდა მამაკაცმა თავის არეში დაზიანებები მიიღო, თუმცა როგორც თვითმხილველები ამბობენ, არა სერიოზული. ის სასწაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, აერო გადაღების კამერა ხეს მოედო, რის შემდეგაც ის ჩამოვარდა და მოქალაქეს დაეცა თავზე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების ერთობლივი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციაში თბილისის გარდა, რეგიონებიდან ჩამოსული...
"ბიძინა წადი", - ამ მოწოდებებით სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებმა და აქტივისტებმა აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს.
ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს თანამდებობებიდან წასვლისკენ მოუწოდებენ.
„საქართველის მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიენიჭოს პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლება საქართველოში. ის უნდა დაბრუნდეს ქვეყანაში, სხვანაირად შეუძლებელია. ქვეყანა მიდის უკან",- აღნიშნა აქციაზე მურმან დუმბაძემ.
აჭარის მთავრობის სახლთან, სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეებმა თავდაპირველად აქცია აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თეთრის...
ქობულეთის მერს მირიან ქათამაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, მირიან ქათამაძე თავს კარგად გრძნობს და ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
მათი ინფორმაციით, მერთან ახლო კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში გადავიდნენ მერის თანაშემწე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, მერი და თვითიზოლაციაში გადასული პირები დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ.
დროზე დადექით ამ ხალხის გვერდით, - ამ სიტყვებით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს უცხოელ პარტნიორებს მიმართა.
როგორც მარგველაშვილმა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, როდესაც საქართველოს მოსახლეობის მოთმინების ფიალა ივსება, ის ყოველთვის აღწევს გამარჯვებას.
„მინდა მივმართო ჩვენ უცხოელ პარტნიორებს, მადლობა თანადგომისთვის, მაგრამ მინდა ერთი რამე გითხრათ: მე ვიცნობ ქართველ ერს, თქვენც იცნობთ, მაგრამ მე ალბათ, უკეთსად ვიცნობ. ეს იცოდეთ, როდესაც რუსთაველი ასე ივსება,...
ყველა ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, როცა ხალხის აბუჩად აგდებას იწყებს, ხალხს არაფრად აგდებს, მათ ღირსებას ფეხქვეშ თელავს, საკუთარ პოლიტიკურ სამარეს ითხრის, ეს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ხალხისთვის უმთავრესი ღირსებაა და არა ფული და ამას ყველა დაინახავს.
„აქ შეიკრიბეთ იმისათვის, რომ მთელ საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს დაანახოთ, რომ ფული...
ოპოზიციამ აჩვენა, რომ არ გაიყიდებიან არცერთ გადმოგდებულ ლუკმაზე და მეტი რა უნდა აჩვენოს ოპოზიციამ?! თუ გუშინ ოპოზიცია შემოხაზე, დღეს აიღე და ენდე მათ ლიდერებს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც საპროტესტო აქციას სახლებიდან და ტელევიზორებიდან აკვირდებიან. მისი შეფასებით, ოპოზიცია ისეთი ერთიანი და კონსოლიდირებულია დღეს, როგორც არასდროს.
მარგველაშვილის თქმით, დღეს ხელისუფლებაშია ის ძალა, რომელიც არ იცნობს საქართველოს...
უმრავლესობის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ულტიმატუმის შესრულებას „ქართული ოცნება“ არ აპირებს.
როგორც კახიანმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა აბსურდულია.
„მათი უფლებაა, რომ კანონის და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოაწყონ საპორტესტო აქციები და მათი უფლებაა აბსურდული მოთხოვნები დააყენონ ამ აქციებზე. თუმცა, ბუნებრივია, რომ ჩვენ ამას სერიოზულად არც ვუყურებთ. იმედი მაქვს, ისინი ძალიან მალე თავადვე...
დიდი საფრთხის წინაშეა საქართველო და ამ საფრთხეში მომავალს გვართმევენ, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის ერთობლივ აქციაზე განაცხადა.
ელისაშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ ერთ მუშტად უნდა შეიკრას ყველა, აჩვენონ მტერს და მოყვარეს, რომ „ჩვენ თავისუფლებას არ დავთმობთ“.
„აქ სხვადასხვა დროშა კი ფრიალებს, მაგრამ ერთ საქმეზე ვართ მოსულები, ერთი დარდი გვაქვს, ერთი მიზანი გვაქვს საბრძოლველად -...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































