ჯელალ ქიქავა: ცხადდება საყოველთაო დაუმორჩილებლობა და პანდემიის მიუხედავად აქციები გაგრძელდება

413

ბათუმში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების აქციაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ჯელალ ქიქავამ განაცხადა, რომ ცხადდება საყოველთაო დაუმორჩილებლობა და პანდემიის მიუხედავად აქციები გაგრძელდება.

“ფეხებზე გვკიდია კორონავირუსი, ცხადდება სრული დაუმორჩილებლობა”, – აღნიშნა ქიქავამ.

ბათუმში საპროტესტო აქცია ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, აჭარის მთავრობის სახლთან გრძელდება. მანამდე ოპოზიციის მხარდამჭერებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყეს, მათ მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.