ბათუმში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს

348

“ბიძინა წადი”, – ამ მოწოდებებით სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებმა და აქტივისტებმა აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს.

ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს და “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს თანამდებობებიდან წასვლისკენ მოუწოდებენ.

„საქართველის მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიენიჭოს პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლება საქართველოში. ის უნდა დაბრუნდეს ქვეყანაში, სხვანაირად შეუძლებელია. ქვეყანა მიდის უკან”,- აღნიშნა აქციაზე მურმან დუმბაძემ.

აჭარის მთავრობის სახლთან, სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეებმა თავდაპირველად აქცია აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თეთრის შენობის წინ გამართეს, მანამდე კი ქუჩებში მსვლელობა მოაწყეს.