ბათუმში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა კარავი გაშალეს და კასრებში ცეცხლი დაანთეს

776

წინა სტატია

აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე კარავი გაშალეს. ამასთან, აქციის მონაწილეებმა კასრებში ცეცხლი დაანთეს. როგორც ისინი აცხადებენ, დაშლას არ აპირებენ და პროტესტის გაგრძელებას თბილისში მიმდინარე აქციის პარალელურად გეგმავენ.

აქციის მონაწილეები ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადაყენებას და საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ.

მათი განცხადებით, საქართველოში არჩევნები გაყალბდა და არ უნდა მოხდეს მისი კანონიერად ცნობა.

ცნობისთვის, დღეს 15:00 საათიდან, აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციის წევრები მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავენ. აქცია მიმდინარეობს დედაქალაქშიც.

ფოტო: ბათუმელები