ქობულეთის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა

776

ქობულეთის მერს მირიან ქათამაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, მირიან ქათამაძე თავს კარგად გრძნობს და ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

მათი ინფორმაციით, მერთან ახლო კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში გადავიდნენ მერის თანაშემწე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, მერი და თვითიზოლაციაში გადასული პირები დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ.