საბურთალოს საოლქო კომისიასთან ხმაურია

311

საბურთალოს N3 საოლქო კომისიასთან, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი იმყოფებოდა ხმაურია.

ელისაშვილმა კომისიის სხდომაზე დასწრება მოითხოვა. როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, სურდა, ხალხის მიერ მისთვის მიცემული ხმების გადათვლის პროცესს დასწრებოდა. მას სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცა.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.