პარლამენტთან დრონის ჩამოვარდნის შედეგად აქციის ერთი მონაწილე დაშავდა

372

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აერო გადაღების კამერა აქციაზე მყოფ ერთ-ერთ მოქალაქეს თავზე დაეცა.

ახალგაზრდა მამაკაცმა თავის არეში დაზიანებები მიიღო, თუმცა როგორც თვითმხილველები ამბობენ, არა სერიოზული. ის სასწაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, აერო გადაღების კამერა ხეს მოედო, რის შემდეგაც ის ჩამოვარდა და მოქალაქეს დაეცა თავზე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების ერთობლივი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციაში თბილისის გარდა, რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც მონაწილეობენ.

ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლებას ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებისკენ მოუწოდებს, რისთვისაც ვადას დღეს, 20:00 საათამდე აძლევს.

ცნობისთვის, ოპოზიციური სპექტრი და აქციის მონაწილეები საპარლამენტო შედეგებს არ აღიარებენ და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ცეკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ხელშეწყობით არჩევნები გააყალბა, რის გამოც, აქვიის მონაწილეები მის გადადგომასაც ითოხვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციების გაგრძელებას აანონსებენ.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1 %-იანი ბარიერი გადალახეს, ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.