საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დღეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. როგორც ლომჯარიამ ცესკოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, ის მზად არის ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთოს. "როდესაც ხდება აქციის მონაწილეების მხრიდან სავარაუდო სამართალდარღვევები თუ მართლწესრიგის დარღვევა პოლიციას წარმოეშობა ლეგიტიმური ძალის გამოყენების უფლება იმ შემთხვევაში, თუ ის იცავს ამ ძალის გამოყენების სტანდარტებს. ეს გამოიხატება იმით, რომ უნდა მოხდეს აქციის მონაწილეების გაფრთხილება შესაძლო ძალის გამოყენების...
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ნოემბერში, პანდემიის დროს წყლის ჭავლის გამოყენების საფრთხესთან დაკავშირებულ კითხვას პასუხს არ გასცემს. მისი თქმით, იგი პოლიტიკურ კომენტარებს არ აკეთებს. "ამ ტიპის კითხვებზე მე პასუხს არ ვიძლევი. მე მკითხეთ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია როგორია. რასაც თქვენ მეკითხებით, ეს პოლიტიკური კითხვაა. მე პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ", — განუცხადა მან მთავარ არხს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცესკოს წინ მყოფი...
"შტურმის მოთავენი არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერჯგუფის წევრები. ვაფრთხილებთ, რომ თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მან კრიმინალად მოიხსენა ნიკანორ მელია და აღნიშნა, რო იგი კანონის წინაშე მკაცრად აგებს პასუხს. "შეგახსენებთ, რომ სწორედ ნიკანორ მელიამ მისცა ნიშანი “ნაციონალურ მოძრაობის” ზონდერ ჯგუფებს, როდესაც მათ მიიტანეს შტურმი...
ოპოზიციის ლიდერებმა ნიკა მელიამ და ალეკო ელისაშვილმა ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე განცხადება გააკეთეს და მოუწოდეს აქციის მონაწილეებს, რომ გაერიდონ პერიმეტრს. ამასთან, მათ განაცხადეს, რომ ქართველ ერს ხვალ 6 საათზე პარლამენტის წინ ელოდებიან. "როგორც პასუხისმგებლობის მქონე ლიდერები, მაქსიმალურად ვეცდებით სიტუაციის განმუხტვას. გვინდა, რომ ხალხი არ დაშავდეს, გვინდა, რომ ვითარება განვმუხტოთ და მაქსიმალურად გამოვარიდოთ ხალხი და პერიმეტრი გავათავისუფლოთ, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. "ხვალ 6...
აშშ-ს საელჩომ საქართველოში საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა, რითიც მიმდინარე აქცია გამოეხმაურა და ხალხს სიფრთხილისკენ მოუწოდა. "დემონსტრაცია მიმდინარეობს აშშ-ს საელჩოდან 5 წუთის სავალ გზაზე. პოლიცია იყენებს კონტროლის ზომებს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ცალკეული, მოულოდნელი მიტინგები ან პროტესტი, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების საპასუხოდაა მიმართული, შესაძლოა, გაგრძელდეს", — აღნიშნულია განცხადებაში. აშშ-ს სამთავრობო პერსონალმა გაფრთხილება გაავრცელა, რომ ხალხმა თავი აარიდოს ნებისმიერ იმ ადგილს, სადაც პოლიციელთა დიდი რაზმია...
ამ წუთებში ცესკოსთან მანიფესტაციის მონაწილეებს კვლავ წყლის ჭავლით შლიან. წყლის ჭავლის სიძლიერის გამო აქციის ზოგიერთი მონაწილე დაშავდა. აქციის მონაწილეები წყლის ჭავლისგან თავის დასაცავად სხვადასხვა ფორმებს მიმართავენ, ზოგიერთი მათგან თავის დასაცავად სანაგვე ურნებს ეფარება. დაშავებულთა შორის არის "TV პირველის" ერთ-ერთი ოპერატორიც, რომელსაც წყლის ჭავლი თვალში დამიზნებით მოხვდა. წყლის ჭავლის მიუხედავად აქციის მონაწილეები ტერტორიას არ ტოვებენ. როგორც TV პირველი იუეწყება, ჟურნალისტების და ოპერატორების მიმართულებით...
"ექსპერტად ვერ გამოვდგები", — ასე უპასუხა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ კითხვას, რამდენად საფრთხის შემცველია ეპიდემიოლოგიურად პანდემიის დროს, ნოემბერში წყლის ჭავლის გამოყენება. "ვერ გეტყვით, ეპიდემიოლოგიური საკითხები NCDC-ის კომპეტენციაა და იმათ ჰკითხეთ. ემი კომპეტენცია ავადმყოფი ადამიანის მკურნალობა. თქვენ რასაც მეკითხებით, იმაში ექსპერტად ვერ გამოვდგები", — განაცხადა ცერცვაძემ მთავარ არხთან. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცესკოს წინ მყოფი აქციის მონაწილეები ჯერ გაუფრთხილებლად  წყლის ჭავლით დაშალეს, შემდეგ...
ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩენას და კარვების გაშლას გეგმავენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, აქციის მონაწილეები იქამდე იქნებიან ცესკოსთან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. „აქ ყველანი ვართ მიზნის მისაღწევად. აქ ჟვანია გამყალბებელი არ უნდა აყალბებდეს, ის აყალბებს და აყალბებს. ჩვენ აქ უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ არავინ აღარ აყალბებდეს და ამ ადამიანს მოუწიოს სახლში...
გამძლეობით, პრინციპულობით, შემართებით და არდაღლით, მივაწვეთ ბოლომდე და აუცილებლად გავაგდებთ ამათ აქედან, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ აქტივისტებს. ხოშტარიას განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნება არ წავა“. „ქართული ოცნება“ არის კრიმინალი და არის ამოფარული პოლიციელებს, ამიტომ როგორც ვიძახდით, გამძლეობით, პრინციპულობით, შემართებით და არდაღლით, მივაწვეთ ბოლომდე და აუცილებლად გავაგდებთ ამათ აქედან. მთავარია არ დავიღალოთ,...
პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს ახალგაზარდა იურისტთა ასოციაცია. არასამთავრობო ორგანიზაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ წყლის ჭავლის გამოყენება რთული ეპიდვითარებისა და ჯანდაცვის სისტემის სრული კრიზისის გამო, გაუმართლებელია. საია შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს: "შეშფოთებით აკვირდება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ ადეკვატურად უპასუხოს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს და შექმნას პოლიტიკური დიალოგის მექანიზმი, საქართველოს მოქალაქეებს უწევთ პოლიციის პირისპირ დგომა, სიტუაცია...
''სამართლიანი არჩევნები'' განცხადებას ავრცელებს 8 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს სახელმწიფოს მხრიდან აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით. "მიგვაჩნია, რომ აქციის დაშლის მცდელობისას პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გადამეტებული ძალის გამოყენებას. სრულიად უსაფუძვლოდ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი. გავრცელდა ასევე ინფორმაცია ცრემლსადენი გაზის გამოყენების შესახებ, რაც უარყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. საგულისხმოა, რომ წყლის ჭავლის გამოყენებისას აქცია...
ნებისმიერი ნასროლი რეზინის ტყვია, ჭავლი და ა.შ. მათი რეჟიმისთვისვე იქნება მძიმედ და მტკივნეულად დამარცხების წინაპირობა, - ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ხალხი ისტორიის ერთ მხარეს დგას, მმართველი გუნდი კი ხალხის ოპოზიციაა. "გონს იქნებ მოეგოთ, უკან ხელმძღვანლეობა დგახართ, რობოკოპებს ამოფარებულები. ნებისმიერი სახის ძალადობა ათმაგად შემოგიტრიალდებათ უკან, ოღონდ, ეს იქნება დემოკრტიული აზვირთებული ტალღა, რომელიც წაგლეკავთ იმიტომ,...
თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობას ქუთაისში უცხადებენ. „ნაციონალური მოძრაობის" წევრები და სამოქალაქო აქტივისტები მერიასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ 8 ნოემბერს 20 ივნისი გაიმეორა. „თბილისში ხალხი შეიკრიბა გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად და ხმების დასაცავად, მაგრამ ხელისუფლებამ დაარბია მოქალაქეები, რომლებიც ჯერ სრულად არც კი იყვნენ მისული ადგილზე. ვაპროტესტებთ ადამიანების დარბევას, სოლიდარობას ვუცხადებთ აქციის მონაწილეებს. დღეს ქუთაისში შევიკრიბეთ სპონტანურად, თუმცა აქციები გაგრძელდება, ვიდრე მოთხოვნა...
სუბიექტური განცხადებაა პირდაპირ გეტყვით, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებზე სახალხო დამცველის განცხადებას. მისი თქმით, იმ ფონზე, როცა კადრებში ჩანს, როგორ ანგრევდნენ აქციის მონაწილეები ჯებირს, არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე განცხადებები სუბიექტურია. „ვინც არ უნდა იყოს, რომელი ადამიანიც არ უნდა იყოს, რა სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს, რომელიც ნახავს კადრს, არა მხოლოდ საქართველოში, არა მარტო დღევანდელ სიტუაციაში, სადაც ჩანს, რომ...
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს (TI) შეფასებით ცესკოსთან პოლიციის ქმედებები, შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების უხეშ დარღვევად შეიძლება შეფასდეს. TI-ს განცხადებით, პოლიციამ ხალხის გაფრთხილება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც აღნიშნულ ფაქტს საზოგადოებაში უარყოფითი შეფასება მოჰყვა. მათივე თქმით, კანონმდებლობის მიხედვით, პოლიციას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია იძულების პროპორციული ღონისძიებების გამოყენება და ისიც იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას. "კანონმდებლობის მიხედვით, პოლიციას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია...
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ოპოზიციას „აქცია ჩაუფლავდა“. როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სწორედ „აქციის ჩაფლავების“ შემდეგ გადაინაცვლეს ოპოზიციურმა პარტიებმა და მათმა მხარდამჭერებმა ცესკოსთან, სადაც შენობაში „შეჭრა სცადეს“. „დღეს ჩვენ ვნახეთ მოცემულობა, როდესაც აქციის ორგანიზატორებმა აბსოლუტური იგნორირება გაუკეთეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებას კოვიდ-ინფექციის პრევენციასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც მათ აქცია ჩაუფლავდათ, გადაინაცვლეს ცესკოსთან, სადაც აქციის მონაწილეებმა ასევე არ გაითვალისწინეს ჩვენი უცხოელი პარტნიორების მოწოდება,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ