მაგისტრალური და საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლების გრაფიკი იცვლება. ამის შესახებ საქართველოს რკინიგის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ამასთან, მათი ცნობით, ვისაც უკვე აქვს ბილეთი შეძენილი, მისი დაბრუნება თანხის სრული ანაზღაურებით შეუძლია. „როგორც მოგეხსენებათ, 9 ნოემბრიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 22:00-დან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე. სწორედ ამიტომ, საქართველოს რკინიგზა ცვლის მატარებლების მოძრაობის გრაფიკს. 9 ნოემბრიდან,...
ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულებს, აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს ბრალს წაუყენებენ. როგორც დაკავებულების ადვოკატი, დიანა მარტიაშვილი აცხადებს, გარდაცვლილი და ბრალდებულები უახლოესი მეგობრები იყვნენ, გარდაცვლილის შვილის ნათლიები არიან და მათ ძალიან ახლო, ინტენსიური და თბილი ურთიერთობა ჰქონდათ. ადვოკატის თქმითვე, მათი მხრიდან დანაშაულის ჩადენას, კერძოდ, იძულებას, მუქარას ან ქრთამის შეთავაზებას ადგილი არ ჰქონია. „დარწმუნებით...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცესკოსთან მომხდარზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით დაიწყო. ამავე მუხლით დაიწყო გამოძიება 20 ივნისის აქციის შემდეგ. "შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს მომხდარ ფაქტებზე სამართლებრივ რეაგირებას. სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ცესკოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე...
თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 22:00 საათამდე იმუშავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ აღნიშნული გარემოებები და სპეციალისტების რეკომენდაციები დაიცვან. „უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან, საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, 22:00-დან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება იზღუდება. ახალი რეგულაციის თანახმად, დღეიდან, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები მუშაობას 22:00 საათზე შეწყვეტენ. მოქალაქეებს მოვუწოდებთ,...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცესკოს წინ გამართულ აქციაზე შესაძლოა გამოყენებულიყო ე.წ. წიწაკის სპრეი. სამინისტროში აცხადებენ, რომ, აქციაზე ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებიათ. "ჩვენი მხრიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენებას კატეგორიულად ვუარყობთ, ეს არ ყოფილა აქციის მიმართ გამოყენებული. იმ დანაყოფის პირადი შემადგენლობის აღჭურვილობაში, რომელიც მართავს მასებს, არის სპეციალური საშუალება ე.წ. წიწაკის სპრე, რომელიც საჭიროების მიხედვით შესაძლებელია გამოყენებული იყოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს არ არის...
აქციის გამართვის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს. 22:00 საათის შემდეგ კი, კანონი ყველასთვის მოქმედებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აქციის მონაწილეები, 22:00 საათამდე თუ არ დაიშლებიან, მათ ქმედებას რეაგირება მოჰყვება. „მე მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ. აქციის გამართვის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს. 22:00-ის შემდეგ კი მოქმედებს კანონი ყველასთვის, როგორც ჩემთვის, ისე თქვენთვის თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის. სხვა შემთხვევაში რეაგირება მოჰყვება...
ცესკოს შენობასთან, სადაც გუშინ საპროტესტო აქცია გაიმართა, დამატებითი რკინის კონსტრუქციები განათავსეს. მიმდებარე ტერიტორიაზე დანგრეულია ღობეები, შენობის წინ კი დიდი რაოდენობით ქვები და წყლის ბოთლები ყრია. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებული საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე გუშინ 3 საათზე გაიმართა. თავდაპირველად ოპოზიციონერმა ლიდერებმა ხელისუფლებას 3 მოთხოვნის შესასრულებლად ვადა 20:00 საათამდე მისცეს, რა ვადის ამოწურვის შემდეგაც ცენტრალურ...
გუშინ თბილისში გამართული აქციის მონაწილეთა პროტესტი გაცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აქციაზე გუშინ სამართალდამცავებმა 19 პირი დააკავეს. „დღის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე პოლიცია მობილიზებული იყო და უზრუნველყოფდა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მშვიდობიანი ფორმით ჩატარებას. საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის...
"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება მზადაა ოპოზიციასთან დიალოგისთვის. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, „ქართული ოცნება“ მზადაა, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ოპოზიციასთან ერთად დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს ყველაფერი გადაწყდეს ცივილურ ფორმაში. „მივესალმები ამ მოწოდებას. გუშინაც გაკეთდა ჩვენი მხრიდან განცხადებები, რომ მმართველ პარტიას არასდროს უთქვამს უარი დიალოგზე. ჩვენ მზად ვართ ჩვენი მეგობარი ქვეყნების, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით დავსხდეთ მაგიდასთან და ეს ყველაფერი...
გუშინ, 8 ნოემბერს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართულ აქციაზე დაშავებული 10-მდე პირი კლინიკებში გადაიყვანეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე დაშავებულებიდან ამ დროისთვის მხოლოდ 1 პაციენტი რჩება სამედიცინო დაწესებულებაში. შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით რამდენჯერმე...
აჭარის მთავრობის სახლთან მთელი ღამის განმავლობაში ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები კარვებში იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, წუხელ, თბილისში განვითარებული მოვლენები „ქართული ოცნების" საბოლოო კრახზე მიუთითებს და ბიძინა ივანიშვილის მმართველობა მალე დასრულდება. შეკრებილების თქმით, პროტესტი გაგრძელდება ვიდრე ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩაინიშნება. აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგეს. „წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი არ იყო აუცილებელი, მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ცესკო-ს...
IDFI მოუწოდებს საქართველოს მთავრობას არ მიიღოს Covid-19-თან დაკავშირებული ისეთი შეზღუდვები, რომლებიც მიზანმიმართულად დააზიანებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. NGO-ში აცხადებენ, რომ ზოგადად, კომენდანტის საათის მთავრობის მიერ ერთპიროვნულად, საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობის გარეშე დაწესება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა. ამასთან, IDFI-ში მიაჩნიათ, რომ მიმოსვლის თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვის მიმდინარე/დაგეგმილ მანიფესტაციებზე გავრცელება, მეტად გაამწვავებს ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ მდგომარეობას. "გვსურს, გამოვეხმაუროთ, საქართველოს მთავრობის განმარტებას, რომ დაწესებული შეზღუდვა არ არის კომენდანტის საათი. ზოგადად, კომენდატის საათი სხვა არაფერია თუ არა მიმოსვლის თავისუფლების ინტენსიური შეზღუდვა. სახელმწიფოს...
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება. შეზღუდვა გავრცელდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით და კერძო ავტომობილებით მოსიარულეებზე. ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და საოპერაციო შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც სტრატეგიული ობიექტების ფუნქციონირებისთვის გადაადგილდებიან. მისივე თქმით, დღის...
ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს 8 ნოემბრის ღამეს ცესკოს წინ შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცავების ქმედება, რამაც არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა, - ამის შესახებ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ, რითაც 8 ნოემბერს, ცესკოს შენობასთან მიმდინარე აქციის წყლის ჭავლით დაშლას ეხმაურებიან. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პარტიებს დაიწყონ მოლაპარაკებები, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მედიაციით, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით. „2020 წლის 31 ოქტომბერს...
რამდენი ხანიც საჭირო იქნება ამ კრიზისის განმუხტვისთვის და ამ რეჟიმისთვის გონს მოსაყვანად, რომ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, იმდენი ხანი გაგრძელდება მშვიდობიანი პროტესტი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. „ვიხილეთ მორიგი ეპიზოდი სამარცხვინო რეაქციის, პანიკის. წყლის ჭავლის და გაზის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არის პანიკური რეჟიმისთვის დამახასიათებელი სამარცხვინო საქციელი. ჩვენი ამოცანაა სადაც ვართ იქ რამე საბაბი არ მივცეთ...
video
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოკადრებს ავრცელებს, რომლებზეც, უწყების ცნობით, წყლის ჭავლის პირველად გამოყენებამდე ცესკოსთან არსებული ვითარებაა აღბეჭდილი. შეგახსენებთ, რომ ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ ნიკა მელიას მოწოდების შემდეგ დაიძრნენ.  მელიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ცესკოს შენობისკენ გადაენაცვლებინათ, სადაც მოაწყობენ პიკეტირებას, რათა შენობაში შესვლა და არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დაწერა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ