საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება. შეზღუდვა გავრცელდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით და კერძო ავტომობილებით მოსიარულეებზე.
ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და საოპერაციო შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც სტრატეგიული ობიექტების ფუნქციონირებისთვის გადაადგილდებიან.
მისივე თქმით, დღის საათებში ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული არ იქნება.
ცქიტიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ეს არ არის კომენდანტის საათი. რაც შეეხება სანქციას, მისი თქმით, ჯარიმა 2 000 ლარი იქნება, თუმცა მოგვანებით ინფორმაცია დეტალურად გავრცელდება.
დღეიდან ასევე ფუნქციონირებას წყვეტს ყველა კერძო და მუნიციპალური საბავშვო ბაღი.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 927 ახალი შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 60 680-ს შეადგენს.
ასევე, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 470 და გარდაიცვალა 24 ადამიანი. გარდაცვლილებს შორის: