საგანგებო სიტუაციების ცენტრის ინფორმაციით, ცესკოსთან გამართულ აქციაზე დაშავებული 10-მდე პირი კლინიკებში გადაიყვანეს

428

გუშინ, 8 ნოემბერს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართულ აქციაზე დაშავებული 10-მდე პირი კლინიკებში გადაიყვანეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე დაშავებულებიდან ამ დროისთვის მხოლოდ 1 პაციენტი რჩება სამედიცინო დაწესებულებაში.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია რუსთაველის გამზირზე გამართეს. მას შემდეგ კი, რაც მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს.