თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართული მუშაობისთვის ახალი ორგანიზაცია შეიქმნება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის, დავით ქსოვრელიშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე უწყება საკრებულოსთან ერთად მუშაობს.
მისი განმარტებით, თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებამდე დაგეგმილია ახალი ორგანიზაციის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსპორტის გამართულ მუშაობას.
დავით ქსოვრელიშვილიმა განაცხადა, რომ თელავს 5 ავტობუსი გადაეცა, წლის ბოლომდე კიდევ 5 დაემატება და 2021 წლის დასაწყისში ათივე ავტობუსი მუშაობას დაიწყებს.
"ორგანიზაციის...
ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან არჩევნების შემაჯამებელი ოქმის შედგენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. Შენობასთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები იმყოფებიან. ისინი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.
ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი კირთაძის განცხადებით, აჭარაში 25 ათასი ბათილი ბიულეტენია, დაკარგულია 5 600-ზე მეტი ბიულეტენი, ოქმების 75 პროცენტში კი ბალანსი არ ჯდება. საოლქო კომისიაში კი აცხადებენ, რომ პრეტენზიები უსაფუძვლოა და ხარვეზების მიუხედავად, შედეგი არჩევნებზე დაფიქსირდა...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მასშტაბურ პროექტს განახორციელებს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, მიმდინარეობს ტენდერი სოფლების: მაწევანის, გოლთეთის, წინწყაროს, დიდი დურნუკის, პატარა დურნუკის, ქოთიშის, ხაიშის, ქოსალარის, ტბისის, ფარცხისის, საღრაშენის, არდისუბანის, ენაგეთის, შავსაყდარისა და ასურეთის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის საპროექტო - სამშენებლო სამუშაოებზე.
„მიმდინარე ტენდერზე წინადადებების მიღება 24 ნოემბერს დასრულდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 64 მილიონ ლარზე მეტია.
დღეის მდგომარეობით აღნიშნული სოფლების მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება, არსებული...
ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებული უნდა იყოს დიალოგის გზით, მაგრამ პარალელურად, ჩვენი პროტესტი არის აბსოლუტურად ნორმალური, ბუნებრივი და საჭირო იმისთვის, რომ ივანიშვილმა ამ დიალოგისთვის სწორი ნაბიჯი გადადგას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გზებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კაპანაძე აღნიშნავს, ოპოზიცია გააგრძელებს მშვიდობიან მანიფესტაციებს.
„ოპოზიციური პარტიები შეთანხმებული ვართ, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს გაყალბებული არჩევნები არ შედგეს და ამის შედეგად არ დაკომპლექტდეს პარლამენტი,...
პეკინის გამზირიდან ბალანჩივაძის ქუჩამდე არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 500 000 ლარია.
„თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ამ დროისთვის, საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირის N4-დან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, ბალანჩივაძის ქუჩამდე არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, გზის კაპიტალური სამუშაოები 7 500 კვ.მ ფართობზე ხორციელდება, სადაც საკომუნიკაციო ჭები შეიცვლება და ასფალტის ორფენიანი...
ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 4 ნოემბერს, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე დაკავებული 7 პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოებას დააკვირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო თარაშვილმა მე-4 სასამართლო სხდომაზე გამოაცხადა მიღებული გადაწყვეტილება და 7 პირიდან...
ქუთაისში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება, რეაბილიტაცია უტარდება მამია ასათიანის ქუჩას.
ქუთაისის მერიის ცნობით, გზის ამ მონაკვეთზე გაკეთდა ახალი სანიაღვრეები, მოეწყო ტროტუარები, იგება ასფალტის საფარი.
მათი ინფორმაციით, სამუშაო პროცესი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილმა მოინახულა.
„მიუხედავად პანდემიისა და გარკვეული ტიპის შეზღუდვებისა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტზე. აღსანიშნავია ისიც, რომ სამუშაოები მიმდინარეობს ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ დადგენილი რეკომენდაციების დაცვით“, - განაცხადა დავით...
იმერეთისა და კახეთის რეგიონების შემდეგ, „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სრულდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმა, „საქმიანი ეზო“ ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩორჩანში გახსნა.
“სამუშაოები თითქმის დასრულებულია ასპინძაში, წაღვერში, ბორჯომსა და ბაკურიანში. ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან...
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული, მაიკ პომპეო თბილისში შეხვედრებს გამართავს, რათა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა გამოხატოს.
„თბილისში მაიკ პომპეო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რათა გამოხატოს ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდოს დემოკრატიული რეფორმების კუთხით შემდგომი პროგრესის...
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი მიესალმება ბოლოდროინდელ მოწოდებებს დიალოგისკენ, რათა გადაიჭრას არსებული გამოუვალი მდგომარეობა. განცხადება მან ტვიტერზე გაავრცელა.
“ქართული ოცნების” ლიდერები ამბობენ, რომ დიალოგისთვის მზად არიან, თუ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს პატივს სცემს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, დასათმობი არავის არაფერი აქვს.
გარდა ამისა, 10 ნოემბერს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლმა ორი განცხადება გაავრცელა, რომელიც ზოგისთვის ურთიერთგამომრიცხავია. ვაშაძის პირველი განცხადების თანახმად, ის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პროცესი მშვიდობიან...
მორიგი თვდასხმა ოპოზიციაზე. მარნეულში ენმ-ს წევრის, ლაშა ქველაძის ოჯახს თავს დაესხნენ. ლაშა ქველაძის ინფორმაციით, მის საცხოვრებელთან მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე თანმხლებ პირებთან ერთად, ნასვამ მდგომარეობაში მიიჭრა, აგინა და ოჯახის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.
ქველაძის თქმით, გიორგაძესთან ერთად იყვნენ მარნეულის საკრებულოს იურისტი შერმადინ ბოჭოიძე, ასევე თემურ და ვაჟა შუბითიძეები.
ყველა მათაგანი 29 სექტემბრის დაპირისპირების მონაწილეა, რა დროსაც სასტიკად სცემეს მამა-შვილი ქველაძეები და "მთავარი არხის" ჟურნალისტი ჯეიჰუნ...
რუსთაველის გამზირზე", პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული 2 პირის ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიდო. ამის შესახებ ნოდარ რუხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პროცესი ხვალ, 11 ნოემბერს, 15:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა პოზიტიური მოლოდინი არ აქვს.
"მე რაიმე პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს, რადგან ვხედავთ როგორ აყალბებს ამ საქმეს პოლიცია. ცხადია, ეგ ყველაფერი ახალი არ არის! 15:00 საათზე...
თბილისის მერიის ცნობით, შპს თბილსერვის ჯგუფმა დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო. შესაბამისი სამუშაოები პირველ ეტაპზე, დავით გურამიშვილის გამზირზე ჩატარდა.
"კინოთეატრ საქართველოდან მეტროსადგურ სარაჯიშვილამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 100-ზე მეტი სანათი მოწყობილობა დამონტაჟდა. სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება", - წერია მერიის განცხადებაში.
მოდით განვაგრძოთ მუშაობა, რათა არც ერთი ადამიანის, არც თქვენი და არც ჩვენი ამომრჩევლის ხმა არ დაიკარგოს - დედაქალაქის მერი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე ოპოზიციას ვრცელი წერილით მიმართავს და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.
კალაძე წერილს "ფეისბუქზე" ავრცელებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას დაფიქსირებულ დარღვევებს, რომელსაც ოპოზიცია არჩევნების გაყალბებად მოიხსენიებს, კალაძე "ტექნიკურ ხარვეზებს" უწოდებს:
"ჩვენ პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შეიძლება ჰქონდეს ტექნიკური ხარვეზები,...
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული 4 პირიდან ერთ-ერთს, ლექსო მაჭავარიანს სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
იგი გუშინ, 9 ნოემბერს "სირცხვილიას" დაუმორჩილებლობის აქციაზე შეშის ქონისთვის დააკავეს. შსს მას ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
სასამართლომ უნდა განიხილოს კიდევ ორი დაკავებულის, ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჯავანაძის საქმე. ისინიც აქციაზე, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
9 ნოემბრის აქციის მონაწილეებს შეშა გასათბობად სჭირდებოდათ, თუმცა, პოლიციამ ამის საშუალება...
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები მივიდნენ. ისინი 9 ნოემბერს, "რუსთაველის გამზირზე", პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების, ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესს აპროტესტებენ.
მოძრაობის წევრები სასამართლოსთან პროტესტს მუსიკის ფონზე გამოხატავენ. ადგილზე მობილიზებული არიან ძალოვანი უწყების წარმომადგენლები.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი უკვე 6 საათია მიმდინარეობს.
ცნობისთვის, პარლამენტთან 4 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































