საქალაქო სასამართლოსთან მოძრაობა „სირცხვილია“ აქციას მართავს – ახალგაზრდები მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებიან

470

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მოძრაობა “სირცხვილიას” წარმომადგენლები მივიდნენ. ისინი 9 ნოემბერს, “რუსთაველის გამზირზე”, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების, ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესს აპროტესტებენ.

მოძრაობის წევრები სასამართლოსთან პროტესტს მუსიკის ფონზე გამოხატავენ. ადგილზე მობილიზებული არიან ძალოვანი უწყების წარმომადგენლები.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი უკვე 6 საათია მიმდინარეობს.

ცნობისთვის, პარლამენტთან 4 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესზე, სადაც მოსამართლე ნოდო რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის ადმინისტრაციული გადაცდომის საქმეზე მსჯელობს, საკუთრი პოზიცია უკვე დააფიქსირა პოლიციამ. სამართალდამცველები ამტკიცებენ, რომ რუხაძის დაკავების საფუძველი მისი შეშით ხელში გადაადგილება გახდა და სწორედ ამ შეშით ხელში ის საპატრულოს უფროსის, ვაჟა სირაძის მანქანასთან მივიდა, თუმცა პოლიციამ დღევანდელ სასმართლო პროცესზე შესაბამისი ვიდეომტკიცებულება ვერ წარადგინა.

დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, რომ აქტივისტების დაკავება უკანონო და გაუმართლებელი იყო და სამართლდამცველებს ამისთვის არანაირი საფუძველი არ ჰქონიათ.

სასამართლოს ჩვენება მისცეს თავად აქტივისტებმაც, რომლებმაც დეტალურად გაიხსენეს პოლიციის მხრიდან ძალადობრივი “მანქანაში ჩატენვისა” და იზოლატორში გადაყვანის დეტალები.